• რეკლამა
  • კონტაქტი
22:50, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენობა, რომელშიც ოკუპანტების მაღალჩინოსნებს შეკრება ჰქონდათ – აფეთქდა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:17 04-26-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
791
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“25 აპრილის შეჯამება უკრაინაში:
– დღეს რუსებმა შვეულმფრენებთან ერთად სუ-34 გამანადგურებელ-ბომბდამშენი დაკარგეს. ხარკივის რაიონში რუსები ფრენას ძალიან ლიმიტირებულად ახორციელებენ. პრაქტიკულად ამ მიმართულებით უკრაინამ ცის დახურვა შეძლო. გარდა ამისა, ამ ტიპის ავიაციის დაკარგვა რუსეთისათვის 80 მილიონამდე ზარალთან ერთად პილოტების დაკარგვაცაა, რომელთა დეფიციტსაც რუსეთი ამ ომში განიცდის. ამასთან, რუსეთს ფურცელზე სულ 131 ცალი სუ-34 ჰყავდა ომის დაწყებისას. მათი რეალური რაოდენობა და ოპერატიულობა ბევრად ნაკლებია. პილოტების დეფიციტი ცალკე საკითხია. ომის დაწყებიდან დღემდე უკვე 8 სუ-34 დაკარგა რუსეთმა. ცხადია ისიც, რომ რუსეთი ბოლო თვითმფრინავამდე ვერ აწარმოებს გაფრენას და საბოლოოდ მსგავსი თვითმფრინავების გარეშე ვერ დარჩება. შესაბამისად, თითოეული ჩამოგდებული სუ-34 რუსეთის საჰაერო პოტენციალის მნიშვნელოვან დაქვეითებას გულისხმობს.
– რუსებმა დაბომბეს რკინიგზა დასავლეთ უკრაინაში – ლვივსა და რივნეში. ეს იყო არამხოლოდ თავდასხმა უკრაინულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, არამედ მინიშნება დასავლელი ლიდერებისათვის – რომლებიც კიევში მატარებლით მიემგზავრებიან ხოლმე – რომ რუსეთს შეუძლია ძალა ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ გამოიყენოს. თუმცა, რაც უფრო მეტად იმუქრება და ფართხალებს რუსეთი მით უფრო ნაკლებ საშიში ხდება იგი.
– ლუგანსკის რაიონში რუსებმა წინ წაწევა შეძლეს. მათ მთლიანად გაანადგურეს პატარა ქალაქი ნოვოტოშკივსკი. არცერთი სახლი აღარ არის მთელი. რეალურად ნოვოტოშკივსკი უკვე ნაქალაქარია. რუსები ჩრდილოეთიდანაც ძალიან მიუახლოვდნენ ქალაქ ზოლოტოეს, რომელზეც 2015 წლიდან გადის ფრონტის ხაზი ლუგანსკის რაიონში.
– გუშინ დონეცკი-ზაპორიჟიას საზღვართან ქალაქ ველიკაია ნოვოსილკასთან რუსული შეტევა სრულად იქნა მოგერიებული. დღეს რუსებმა ამ მიმართულებით განაახლეს შეტევა და ქალაქის დასავლეთით დიდი რაოდენობით უყრიან სატანკო ნაწილებს თავს. ეს კი შეიძლება დონეცკის რაიონში უფრო ღრმად შეჭრის წინაპირობა იყოს (ოღონდ სამხრეთ-დასავლეთის, ანუ ზაპოროჟიეს მხრიდან) ან უშუალოდ ქალაქ ზაპორიჟია გახდება მათი შეტევის სამიზნე. ამ მიმართულებით სტეპია და მისი გავლა სატანკო ნაწილებს თეორიულად შეიძლება უფრო მეტად გაუადვილდეთ, ვიდრე მთიანი რელიეფის ან ურბანული დასახლებების, მაგრამ უკრაინელები შეტევის მოგერიებისათვის მზად არიან.
– ლუგანსკის რაიონის ქალაქ კრემინაში, რომელიც რუსებმა რამდენიმე დღის წინ დაიკავეს, შეკრება ჰქონდათ ოკუპანტებისა და სეპარატისტების მაღალჩინოსნებს. ბევრი მათგანისათვის ეს უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა – შენობა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ აფეთქდა.
– უცნობია არის თუ არა რაიმე კავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან, მაგრამ მოლდოვას სეპარატისტულ-ოკუპირებული რეგიონის, დნესტრისპირეთის მთავარ ქალაქ ტირასპოლში უშიშროების შენობა აფეთქდა.
– უკრაინელებმა მცირედით წაიწიეს წინ ხერსონის რაიონში, უშუალოდ ქალაქი ხერსონის მიმართულებით. დეტალები გაურკვეველია, მაგრამ აშკარაა, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში უკრაინული ნაწილები მოსვენებას არ აძლევენ რუსულ ძალებს ამ მიმართულებით.
– წუხელ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მდივანთან ერთად კიევში იმყოფებოდნენ. ორი მათგანის მხრიდან გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადება, რომ აშშ უკრაინას დაეხმარება ომში გამარჯვებაში ხოლო რუსეთი დასუსტდება ისე, რომ მან ვერანაირი აგრესია ვეღარ განახორციელოს. იქმნება პრეცედენტი რომელიც ყველა აგრესორს დაამახსოვრდება, სანამ რაიმე აგრესიას განახორციელებდეს.”
თეგები: გიორგი კობერიძერუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved