• რეკლამა
  • კონტაქტი
09:49, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენი @@@@@@@@ კეთილებს… შე ყ@@ მწოვია“ – რა განცხადებას და სქრინს აქვეყნებს მამა გიორგი სხილაძე

ალია ავტორი - ალია
15:33 10-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
660

მამა გიორგი სხილაძე სქრინს აქვეყნებს და წერს:

,,შეურაცხმყოფელი ბევრია, შეურაცხყოფილი კი — არცერთი”.

“ჩვენი ფეისბუქ-მეგობარი თუ ფეისბუქ-მტერი თუკი ამჩნევს და გაკვირვებულია, რომ ზოგი უკდურესად შეურაცხგვყოფს, — დედას გვაგინებს (ერთმა მამაც კი შემაგინა!), გვემუქრება, გვწყევლის, ცილს გვწამებს, გვამცირებს და მათ შესაბამის პასუხს არ ვცემთ, ავხსნი, რა მიზეზებით ვითმენთ და ვიკავებთ თავს:
1. ქრისტეანობის ანი-ბანია, რომ მარჯვენა ლოყაში გამრტყმელს მარცხენაც უნდა მიუშვირო;
2. მით უმეტეს, ღვთისმსახურს, რომელიც მაგალითი უნდა იყოს ერისთვის, არ ეკადრება და არც უფლება აქვს, პირად მოწინააღმდეგეს დამსახურებისამებრ მიუგოს და მიაგოს;
3. სასულიერო პირებს ,,დიდი სჯულუსკანონი” უკრძალავთ, ვინმე ცემონ ან სხვას აცემინონ (ნადირობასაც კი);
4. წყენის დაუთმენელი დაჰკარგავს მადლს, დამთმენისთვის განმზადებულს;
5. უფლისმიერი შეგონებით, დევნა, გმობა და ცილისწამება კი არ უნდა გვწყინდეს და გვბოღმავდეს, — პირიქით, უნდა გვახალისებდეს: ,,ნეტარ იყუნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდენ და გყვედრიდენ, და თქვან ყოველი სიტყვა ბოროტი თქვენდა მომართ სიცრუით ჩემთვის; გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ-არს ცათა შინა” (მ.: 5,11-12);
6. პიროვნული მტრის სიყვარული განასხვავებს არამარტო ქრისტეანსა და წარმართს, არამედ ქრისტეანსა და იუდეველს (,,ძველ აღთქმაში” ჩარჩენილს): ,,გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ” (იქვე, 44);
7. არ არის გამორიცხული, რომ ზოგი, მტერიც და მოყვარეც, ყალბად ანუ სულიერებაში გამოსაცდელად ,,გვაბრაზებს”, რათა ბრაზმორეულებს მტერმა დაგვაყვედროს, ხოლო ბრაზმოურევლებს მოყვასმა ,,ქებაი გვიყოს”;
8. ხელფეხშეკრულის მჩაგვრელი არის ლაჩარი — მღვდლის უუფლებობები, უკვე, ვაჩვენე — და ლაჩრისადმი პაექრობაც ლაჩრობაა (თუმცა, ასეთები, სწორედ, მღვდლებს უბედავენ ამას, რადგან ეს იციან და თავს დაზღვეულად გრძნობენ).
9. უცნობ ადამიანს რომ საჯაროდ აგინებს, მას, ბუნებრივია, არაბუნებრივად უჭირს სულსა და გონებაში და ასეთს შეჩვენება და გალახვა კი არა, ერთადერთი, დალოცვა და მოფერება თუ უშველის.
ბოლო წინადადების მაგალითად მოვიტან შემდეგს: შარშანწინ, ერთმა ახალგაზრდა კაცმა, უწმინდურის მხილებისთვის (მას რომ წმინდანი ჰგონია — თანაც, ან ჰგონია, ან არა), ყველანაირად შეურაცხ-მყო. ახლობლებმა მთხოვეს, მისი ვინაობა და ადგილმდებარეობა გამემხილა, რომ მისთვის ,,ჭკუა ესწავლებინათ”, მაგრამ, ღვთის მადლით, მოვერიე თავს და მათ ეს არ გავაკეთებინე. ეს არ მინანია, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ის გალოთებული და განარკომანებული ვინმე ყოფილა (ჯანმრთელობას ვუსურვებ!)…
აქ, სათაურადგამოტანილ [ერთ სიტყვად იწერება] თავის ამ გამოთქმაზე, რომელსაც წესს უწოდებდა, წმ. იოანე ოქროპირი, როგორც თავადვე ამბობდა, ,,უწყვეტად საუბრობდა ეკლესიაშიც, ბაზარშიც და ყველა ადგილას”. ამის დასადასტურებლად, მას ,,ძველი აღთქმიდან” მოჰყავდა ორი ციტატა:
,,ჰრქუა დავით აბესას, ერისთავსა მისსა: აჰა, ესერა, ძე ჩემი, რომელი გამოჴდა მუცელსა ჩემსა, ეძიებს სულსა [მოკვლას] ჩემსა, აწ ძეცა ესე იემენელისა მოსრულ არს და მეკიცხევს. აცადეთ [ნუ მოჰკლავთ] და მწყევდეს მე. ვინ უწყის, თუ უფალმან რქვა მაგას. რამეთუ იხილოს უფალმან დამდაბლებაჲ ესე ჩემი და მომაგოს მე კეთილი წყევისა მის წილ ამას დღესა შინა” (,,II მეფეთა: 16,11-12); ,,[უფალო] იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე; და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი” (,,ფსალუნნი”: 24,19-18).
წმ. იოანე აგრძელებდა: ,,ლაზარემაც მიიწია განსასვენებელს, იმად, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ურიცხვი ჭირი დაითმინა. მაშ, ვინც შეურაცხყოფილნი ჰგონიათ, სინამდვილეში შეურაცხყოფილნი როდი არიან, თუკიღა მათ ყველა უბედურება ვაჟკაცურად გადააქვთ; პირიქით, მეტ მადლსაც მიემთხვევიან, საკუთრივ ღვთისგან ან ეშმაკისგან დარტყმების მიმღებნი” (ციტატების თარგმანი ჩვენეულია — მღვდ. გ. სხილაძე).
აბა, მას, რომელიც ღვთისმსახურს ამას დაგიდებს, საქვეყნოდ — თანაც, შენი საიუბილეო მოლოცვების გვერდზე –, კიდევ წყევლა და რტყმევა უნდა (მისი ვინაობა გადავშალე და უწმაწური სიტყვებიც, მკითხველისადმი პატივისცემის ნიშნად)?!”

 

 

თეგები: მამა გიორგი სხილაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved