• რეკლამა
  • კონტაქტი
05:13, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენი ძმა და მისი მეგობრები ცნობილი არიან როგორც პათოლოგები სხვა ბევრ საქმეშიც”– მწვავე დაპირისპირება “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
11:24 12-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “ჩაი”, სადაც საყოველთაო შერიგების თემაზე საუბრობდნენ, სტუდიაში მოულოდნელად გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე შევიდა, რომელმაც მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება დოკუმენტის სახით მიიტანა.

სოსო რობაქიძემ გადაცემაში გრიგოლ ბაჩალეიშვილის ჩვენება წაიკითხა, სადაც ის წერს, რომ ბუტა რობაქიძეს დამიზნებით ესროლა და მოკლა.

“წაიკითხეთ რა წერია:”დამიზნებით ვესროლე და მოვკალი. რამდენს გაუვარდა, 175–ზე გაუვარდათ?! ყველა მოსაკლავი იყო?! პროფესიონალ პოლიციელებს არ უვარდებათ ტყვია,”– განაცხადა რობაქიძემ, რაზეც სტუდიაში მყოფმა  ე. წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ერთ–ერთი ბრალდებულის, გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ გააკეთა რეპლიკა:”ასეც არაა.”

ცააძის ნათქვამმა სოსო რობაქიძე გააღიზიანა და შემდეგნაირად მიმართა:”შენი ძმა და შენი ძმის მეგობრები ცნობილი არიან როგორც პათოლოგები სხვა ბევრ საქმეშიც”.

ცააძემ რობაქიძეს ზრდილობისკენ მოუწოდა და მატყუარა უწოდა, რის შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. 

“ხმა ჩაიწყვიტე, შენა ხარ მატყუარა… შენ საერთოდ არ ხარ გამოსაჩენი და ნუ გამოჩნდები. შენ რაც არ უნდა ილაპარაკო, გიჟი ხარ და ილაპარაკე. შვილმკვდარ მამას ელაპარაკები და დედა რომ იყო, ამას არ გააკეთებდი”– უთხრა რობაქიძემ.  

სოსო რობაქიძემ საყოველთაო შერიგების საკითხზეც გააკეთა კომენტარი და მიხელ სააკაშვილს “ნომერ პირველი ჯალათი უწოდა.”

“რაც შეეხება საყოველთაო შერიგებას, პრეზიდენტს ვეუბნები, ერთი ხელით, რომლითაც ხელს მოაწერს პრეზიდენტის შეწყალებაზე, მეორეთი ხელი მოაწეროს მის გადადგომაზე, რადგან იმპიჩმენტი არ ასცდება. სააკაშვილი არის საქართველში ნომერი პირველი ჯალათი… უჯიგრო და არაადამიანი. გიჟია, კოკაინზე ზის მთელი ცხოვრება და ასმევენ ახლა წამლებს და ვერ მისცენ კოაინი გაგიჟებულია. მე რაც ჩავიდინე არ უნდა მოვინანიო?”– თქვა რობაქიძემ, რაზეც ირინა ცააძემ უპასუხა,რომ” “ტყუილები უნდა მოინანიოს ყველამ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved