• რეკლამა
  • კონტაქტი
09:34, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შენი და მეც მომიკვდაო, ლევან რატიანმა” – დიკა სალაყაიას ემოციური პოსტი

ალია ავტორი - ალია
10:48 12-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
184

კორონავირუსით გარდაცვლილი ორსულის, ბაკო სალაყაიას და, პოეტი დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“ეს ერთი თვე ყველა ფრონტზე ვიბრძოდით…

დილის ექვს საათზე წყნეთში ავდიოდით მე და დედა სალოცავად… მერე მამა ნიკოლოზთან… მერე გზად ტაძრებში…

მარტო ჩვენ ვისხედით კლინიკის ჰოლში ანთებული სანთლით საღამოობით…

ვინმე თუ სადმე დავიგულეთ ყველა ჩართული იყო… “ნახევარი საქართველო ამ გოგოზე რეკავსო” – კლინიკაში ამბობდნენ…

15 ქულით შევედით და საკეისრო დასჭირდა…

მერე დამძიმდა და 24 ქულას ვებრძოდით…

რა მედიკამენტი არ მოვიძიეთ, მაგრამ ამაოდ…

იცოცხლებსო – რატიანის ეს სიტყვები მამშვიდებდა მაგრამ… მერე თურმე…

ჩემს დას დახედავდა და პირჯვარს იწერდა, ღმერთო დაგვეხმარეო…

ვერ ვიტან მას მერე სიტყვებს -“ისევ ისე…”

“ისევ ისე…”

რეანიმაციაში შევედით…

დედიკოს ხმა რომ გაიგონა თვალზე ცრემლი დაჰყვა…

დავუჩოქე და ვთხოვე ებრძოლა….

ალბათ ესმოდა…

მერე….

მერე გიჟი ვეგონე ალბათ ექიმებს… ოღონდ თქვენ არ დაიღალოთ და ჩემი და გაუძლებს, გადაიტანს კრიზისს და არ მიღალატებს-მეთქი, იქეთ ვამშვიდებდი მის ექიმებს…

დედა ანასაც არ უთქვამს რომ მოკვდება თქოოოო… ათას იმედს ვიგონებდი და ვებღაუჭებოდი…

ექთანი მწერდა, მირონს რომ ვაცხებ სატურაცია ათით იმატებსო…

იმ დღეს….

იმ დღეეეეეს…

დედიკოს ისე ციოდა, ყინავს მეთქი დავამშვიდე… რაღაც ცუდს მიგრძნობს გულიო… მამა ნიკოლოზის კართან ღამეს გავათევ მეთქი და…..

“შენი და მეც მომიკვდაო”- ლევან რატიანმა….

არა:( ჩემი და დედიკოს დაეკარგა და მერე მე…

ჯერ დედას და მერე მე…

მის შვილებსაც დედა არ ჰყავთ…

მე კი,

ფრთამოტეხილი… მიტოვებული… შვილმკვდარი დედის შვილი ვარ…

ახლა დედაჩემია ჩემი დაც…”, – წერს დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved