• რეკლამა
  • კონტაქტი
03:11, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ, ეს უკვე ამბოხია!“ – „მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას”

ალია ავტორი - ალია
15:49 03-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
213

დედა სოსანა ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარობიდან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ დედა სოსანა აცხადებდა:

“მეუფე სტეფანემ დამსაჯა უკანონოდ, ან უნდა გადავეყენებინე წინამძღვრობიდან, ან უზიარებლობით დავესაჯე, მან ორივე ხერხი გამოიყენა. მე უბრალოდ კითხვებს ვსვამდი, როდის ჩაინიშნებოდა გაფართოებული კრება სინოდის და როდის განიხილავდნენ პატრიარქის წინაშე წაყენებულ ბრალდებას. სანამ ამ ბრალეულობის ქვეშაა, ვერ მოვიხსენიებთ უწმინდესად და უნეტარესად…

მე ვასრულებ სახარების მცნებას!”

(ვიდეო) – “ვერ მოვიხსენიებთ უწმინდესად და უნეტარესად…”- მეუფე სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან გადააყენა და უზიარებლობითაც დასაჯა

როგორც ამჟამად დედა სოსანა აცხადებს, ის მეუფე სტეფანემ კითხვების დასმის გამო გაათავისუფლა.

„წინამძღვრობიდან გადამაყენეს მხოლოდ იმიტომ, რომ დავსვი კითხვები იმაზე, რა ბრალდებაც მეუფე პეტრემ წაუყენა პატრიარქს – მაინტერესებდა, როდის ჩაინიშნება გაფართოებული კრება. მეორე კითხვა, რაც მქონდა, იყო ის, შეუძლია თუ არა მეუფე სტეფანეს იმ ბრალდებების დამტკიცება, რაც მეუფე პეტრეს წაუყენა. თუ ამ ბრალდებას არ დაამტკიცებს, გამოდის, რომ მეუფე სტეფანე არის ცრუ ეპისკოპოსი, ის ცრუობს, შფოთი შემოაქვს ეპარქიაში, არის ცილისმწამებელი და ცილისმწამებელ და ცრუ ეპისკოპოსს სახარება კრძალავს, რომ დაემორჩილო“, – განაცხადა დედა სოსანამ.

თათბირის ამსახველი ვიდეომასალა ეპარქიამ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა. თათბირზე მეუფე სტეფანემ დედა სოსანას წინამძღვრობიდან გათავისუფლების გარდა, ზიარების უფლება აუკრძალა და ასევე, ავტომობილის დატოვება მოსთხოვა. გარდა ამისა, მეუფე სტეფანემ დედა სოსანა იმის გამოც გააკრიტიკა, რომ ლოცვებში პატრიარქს არ იხსენიებს.

„შენ რომ პატრიარქს არ იხსენიებ, ეს უკვე ამბოხია. შენ მოქმედებ არაკანონიკურად, დედაო და ეს ხომ ფაქტია?! შენ რას მელაპარაკები, არ გრცხვენია?! შენ ვინ ხარ?! შენ, დებილი დედაკაცი დადგები და ამხელა მღვდელმთავრებზე ასეთ რაღაცებს ლაპარაკობ. შენ ვინ ხარ?! მეუფე პეტრეს დაანებე თავი, შენ დაგღუპა მაგან. შენს თავს მიხედე, გადაგაყენე მონასტრის წინამძღვრობიდან, გადაგაყენე დედაო. შენ ზიარების უფლებას გიკრძალავ. დატოვე კრება და წინამძღვრობაც დატოვე. მანქანა იქ დატოვე – ეგ შენი არაა“, – მიმართა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანას ეპარქიაში გამართულ თათბირზე.

„მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას”,- ასე ეხმაურება დედა სოსანა ჭყონდიდს ახალი მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს სიტყვებს, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა.როგორც დედა სოსანა ამბობს, ის სიტყვები, რომლითაც მეუფე სტეფანემ მას მიმართა, შეურაცხმყოფელი იყო.

„ჩემს მიმართ ძალიან ცუდი და შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარა, რომელიც მღელმთავარს არ ეკადრება.

მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას, მე ვაპირებ ვიცხოვრო იმ მონასტერში, რომელიც ღვთის წყალობით და მეუფე პეტრეს დიდი მონდომებით აშენდა. ის არის ჩემი სახლი, სადაც მე მორჩილება გავატარე, 14 წელია უკვე მე აქ ვცხოვრობ, ისინი არიან შემოჭრილნი და მე ვთხოვ, რომ სწრაფად გამოარკვიონ სიმართლე, მივმართავ სინოდის წევრებს და საპატრიარქოს, მიიღონ შესაბამისი ზომები”,- ამბობს დედა სოდანა.

თეგები: მეუფე სტეფანე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved