• რეკლამა
  • კონტაქტი
23:07, სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შენ, დეპუტატო ცაგარეიშვილო, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არახამიას კი არა, შენს ქვეყანაში კორუმპირებულ პროკურატურას, სასამართლოს, აღმასრულებელ ორგანოებს მიხედე!“ – ბესო მიქავა

ალია ავტორი - ალია
14:53 07-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,143

ნანა სულავა

 

„ალიას“ ესაუბრება „იბერიულ-კავკასიური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბესო მიქავა:

 

-აღშფოთებას ვერ ვმალავ. ორიოდე დღის წინ ტელევიზიით ვიხილე ყოფილი „გაიშნიკის“, „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილი დეპუტატის, ამჟამად „ოცნების“ დეპუტატის გია ცაგარეიშვილის პრესკონფერენცია, რომელიც მან უკრაინის პოლიტიკოს დავით არახამიასთან დაკავშირებით მოაწყო. საკვირველია, რომ ცაგარეიშვილმა ბურჟუაზრიული პოლიტიკოსი არახამია შეადარა პროლეტარულ რევოლუციონერებს: იოსებ სტალინს, სერგო ორჯონიკიძესა და ბუდუ მდივანს. რა უცოდინარი უნდა იყო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული (უნივერსიტეტის დიპლომი აქვს), რომ „ჭ“ კლასის ბურჟუაზიული პოლიტიკოსი არახამია შეადარო სტალინს, ორჯონიკიძეს ან ბუდუ მდივანს. სად სტალინი ან სოციალისტური ინდუსტრიალიზაციის წინამძღოლი სერგო ორჯონიკიძე და სად ლიბერტალიანელი არახამია?! მაგრამ ყველაზე ამაზრზენი ის იყო, რომ ცაგარეიშვილმა დავით არახამიას უსურვა ბუდუ მდივნის ბედი. პრესკონფერენციზე მსხდომმა ბევრმა უვიცმა ჟურნალისტმა ალბათ არ იცის, თორემ რომ ცოდნოდათ, ეტყოდნენ ცაგარეიშვილს, რა, არახამიას შვილებს დახვრეტას უსურვებო? ბუდუ მდივანი 1937 წელს დახვრიტეს, დაუხვრიტეს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, მოუკლეს ცოლი და, ეს რომ შეიტყო პარიზში მყოფმა მისმა ემიგრანტმა ძმამ, სტრესისგან გული გაუსკდა. ცაგარეიშვილო, ამას უსურვებ არახამიას ექვს შვილს და მის ოჯახს, რომ ისე დაუხვრიტონ შვილები, როგორც ბუდუ მდივანს? შენ, დეპუტატო ცაგარეიშვილო, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არახამიას კი არა, შენს ქვეყანაში კორუმპირებულ პროკურატურას, სასამართლოს, აღმასრულებელ ორგანოებს მიხედე. იმაზე მოაწყვე პრესკონფერენციები, რომ ქართველი ხალხი ამ სიღატაკიდან დაიხსნათ. მაგრამ მთავარ საკითხზე არ გინდა ილაპარაკო და ყურადღების გადატანა გინდა სხვა თემაზე. ჩვენი ქვეყნის მთავარი უბედურება ეს არის, რომ მთელი სისტემა კორუმპირებულია, რომელიც კი არ უნდა დაიშალოს, არამედ ნაცებთან ერთად უნდა გასამართლდეს. აბა, ისე კი არა, ბატონო, როგორც ფსევდოპარტიული ფუნქციონერები გადაბარგდნენ მოქალაქეთა კავშირში, მოქალაქეთა კავშირი – ნაცებში. ნაცები კი ქოცებში და დღეს ყველა ერთად ხართ თქვენ თქვენი ნაშიერებით და არამად ნაშოვნი ფული ვერ გაგიყვიათ. ახლა არახამია, არახამიაო, – გაიძახით. შევარდნაძეს, რომელმაც თქვენ ყველა ერთად გშვათ,  საზღვრის იქით რომ გყავდათ, ან მაშინ რა გაუკეთებია თავისი ქვეყნისთვის და ან საზღვრის აქეთ, როცა თავის ქვეყანაში დაბრუნდა? შევარდნაძემ რომ უბედურება მოუტანა საქართველოს, იმდენს ასი არახამია ვერ გააკეთებს, რომც უნდოდეს. ამიტომ მოკეტეთ!!!

ცაგარეიშვილო, ნუთუ იმდენი არ გესმის, რომ ბურჟუაზიული პოლიტიკოსი არ უნდა შეადარო პროლეტარული რევოლუციის და საბჭოთა ხელისუფლების მოღვაწეებს?!ის არ იცი, რომ ისინი კაპიტალიზმს ებრძოდნენ? არახამია კი უკრაინაში კაპიტალიზმს იცავს, ისე როგორც თქვენ – საქართველოში. შენნაირების სალაპარაკოა სტალინი, ორჯონიკიძე და ბუდუ მდივანი? ასი დღე ბომბავდნენ მარიუპოლის მეტალურგიულ კომბინატს და ოკუპანტებმა ბოლომდე მაინც ვერ გაანადგურეს. ჰოდა, ის სერგო ორჯონიკიძის აშენებული იყო. ან დავით არახამიას აშენებული ქარხანა მაჩვენეთ ან თქვენი.

ყველას კარგად გვახსოვს, 2012 წელს გაპოლიტიკოსებული ბიძინა ივანიშვილი ხალხს დაპირდა, რომ 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში აშენდებოდა 100 ქარხანა, მაგრამ 2013 წელს ისე დაითესა, რომ ასი კი არა, ერთი ქარხანაც არ აუშენებია. რაღაც საამქროებს და მცირე ობიექტებს გვაჩვენებენ და ქარხნებად ასაღებენ. ოლიგარქმაიმიტომ არ ააშენა ფაბრიკა-ქარხნები, რომ იქ მუშათა კლასს მიიღებდა, რომელიც დარაზმული იქნებოდა და სწორედ ის სამრეწველო მუშათა მოძრაობა დაგამხობდათ თქვენც,  ნაცებსაც და თქვენს სატელიტებსაც.

თეგები: გია ცაგარეიშვილიკახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა
ახალი ამბები

თიბისიმ საქართველოში პირველი AI Red Team ჰაკათონი „RedHack”-ი ჩაატარა

15:24 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved