• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, სამშაბათი, 8 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შემზარავია ადამიანთა რეაქცია სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ – მამა თეიმურაზ ქორიძე

ალია ავტორი - ალია
15:13 03-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
138

მამა თეიმურაზ ქორიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს შემზარავი კადრები ყველამ ნახეთ…

მაგრამ არანაკლებად შემზარავი, ადამიანთა ნაწილის რეაქცია იყო, სიკვდილ-სიცოცხლის სარეცელზე მყოფ ახალგაზრდა გოგოს მიმართ, რაც ამ კადრების ქვეშ კომენტარებში იწერებოდა.

რამ გაგვაბოროტა? რამ დაგვაკარგინა ასე ადამიანის სახე?

ახლა ორიდე სიტყვით, სალომეზე გიამბობთ, ამ ავარიის ერთადერთ დაშავებულზე.

ეს არის საოცარი გოგო, საოცარი შრომისუნარიანობითა და ენთუზიაზმᲘთ. წმ. ბერი გაბრიელის ფონდი აქვს და უზარმაზარ ქველმოქმედებას ეწევა. უამრავ მოხუცებულს, უსახლკაროს, ლუკმაპურის არმქონეს ეხმარება. სულ დაკავებულია, სულ სადღაც მიეჩქარება, რადგან მისგან დახმარებას ელოდებიან. ამ დღესაც ასე იყო…

ახლა ამ უშლაგბაუნო გადასასვლელზე გეტყვით – მოგეხსენებათ, რას ნიშნავს “უშლაგბაუნო გადასასვლელი” ე.ი. აქ მატარებელი არ მოძრაობს სისტემატიურად. ძალიან იშვიათად.(ეს ყველაზე უკეთ მან იცოდა, რადგან დღის მანძილზე მრავალგზის გადადიოდა ამ გზაზე) პანდემიის დროს კი, საერთოდ არ დადიოდნენ მატერებლები. ადამიანებიც მიეჩვივნენ ამ ყოფას და როდესაც სალოს ეჩქარებოდა მისი გონება გაითიშა და მოხდა ის, რაც მოხდა. (გთხოვთ, უშეცდომონი და საუკეთესო მძღოლები ნუ გამოეხმაურებით ამ კომენტარს)

ისიც წავიკითხე: “აქ სად გადადიოდაო” – სურათის მიხედვით გაკეთებული შეფასება. ჩემო ძვირფასებო, რასაკვირველია, მანდ არ გადადიოდა, უბრალოდ მატერებელი მყისიერად ხომ ვერ ახერხებს დამუხრუჭებას?… სურათიც ამ დამუᲮრუჭების შემდეგ არის გადაღებული.

სალომეზე მეტად ეტკინა ვინმეს? სალომეზე მეტად უნდოდა ვინმეს, რომ ეს არ მომხდარიყო?

იმის მაგივრად, რომ განსაცდელში მყოფი ახალგაზრდა გოგო გავამხნევოთ და ვილოცოთ მისთვის, ჩვენ ისევ ქვის სროლა დავიწყეთ…

გული მტკივა ჩვენს ასეთ ფსიქოლოგიურ პორტრეტზე.

გთხოვთ, ვილოცოთ სალომესათვის.

უფალი შეგეწიოს, სალო! აურაცხელი სიკეთე და აურაცხელი საქმეები გაქვს გაკეთებული(რომელზეც შენ არასოდეს საუბრობ, ჩვენ ხომ ვიცით…) და მამა ზეციერმა ინებოს, რომ მალე წამოდგე ფეხზე და ისევ ისე ომახიანად განაგრძო შენი ძვირფასი საქმის კეთება !

უამრავ ადამიანს უყვარხარ!”

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტომანქანისა და მატარებლის შეჯახების შედეგად, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, 35 წლის სალომე ფაცაცია დაშავდა.

თეგები: მამა თეიმურაზ ქორიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
ახალი ამბები

სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა

17:45 09-07-2026
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
ახალი ამბები

თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა

13:51 09-07-2026
წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved