• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემოვარდნას ექნება პასუხი და ჩვენ თავს დავიცავთ” – გიგი უგულავა

ალია ავტორი - ალია
16:24 02-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა:

„ის ახალ პრემიერს მოუწოდებს, არ მისცეს სხვადასხვა რჯულის პოლიტიკოსებს საშუალება, რომ ქულები ჩაიწერონ. რა მისი საქმეა, ვინ რა ქულებს ჩაიწერს? იმის მაგივრად, რომ გააცნობიეროს კრიზისი, გვეუბნება წინაპირობების გარეშე უნდა იყოს მოლაპარაკებებიო. თუ წინაპირობების გარშე უნდა იყოს მოლაპარაკებები, მაშინ რატომ უყენებ მოთხოვნებს ამ შემთხვევაში მთავრობას? სამწუხაროდ, ეს ქალბატონი ორგანული ნაწილია „ქართული ოცნების” და არაფრით არ განსხვავდება ღარიბაშვილისგან. თუ სალომე ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ მომლაპარაკებლის როლი იტვირთოს, რასაც მას კონსტიტუცია ავალდებულებს, ამისთვის მინიმალური ნდობაა საჭირო. ამიტომ, მას მინდა მოვუწოდო, თუ უნდა რაღაცნაირად გახდეს პროცესის ფასილიტატორი, ამ ნდობისთვის აუცილებელია, რომ შეიწყალის გიორგი რურუა. თუ ეს ნაბიჯი იქნება მისი მხრიდან გადადგმული, ეს იქნება აღქმული ჩვენი მხრიდან, როგორც სწორი ნაბიჯი, რომელიც სიტუაციის დეესკალაციას ხელს შეუწყობს, რადგან ჯერ კიდევ 8 მარტის შეთანხმების ვალდებულებაა გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკური აღქმადობის საქმეების უკან წაღება.

სამწუხაროდ, ჩვენ საპირისპიროს ვხედავთ. ჩვენ ვნახეთ მთავრობა, რომელიც გველაპარაკება, რომ ადამიანის ზრუნვით ფრთები ამოდის. ვნახეთ, მთავრობა, რომელიც გვეუბნება, რომ ესებუა იმიტომ გაუშვა, რომ იქ რამე არ მომხდარიყო, მას შემდეგ დასდევს და ხუთასი ათასიც გაატანა. ეს მთავრობა აპირებს შემოვიდეს შენობაში, სადაც ასობით ჟურნალისტი და კიდევ მეტი სხვადასხვა გულანთებული ადამიანია. ერთ შემთხვევაში, გვეუბნებიან, რომ ზრუნავენ და მძევლების ამყვან ტერორისტს ფიანდაზად უშვებენ, მეორე მხრივ, გვეუბნებიან, რომ შეიძლება აქ შემოვარდნენ და კატასტროფა დაატრიალონ. 40 000 ლარის გირაოს გამო შეიძლება, სახელმწიფომ ასეთი რამ ჩაიდინოს? სად არის ლოგიკა ან ჯანსაღი აზრი? ერთადერთი გამოსავალი სიტუაციის დეესკალაციის არის, მოხდეს დეზოლვირება იმ გადაწყვეტილების, რაც ნიკა მელიას დაპატიმრებას ითვალისწინებს და დაუბრუდნენ მაგიდას. ეს არ იქნება სისუსტის დემონსტრირება, არამედ ჯანსაღი აზრის დემონსტრირება. შემოვარდნა იქნება სისუსტის დემონსტრირება, რადგან შემოვარდნას ექნება პასუხი, ექნება საეთაშორისო პასუხიც და ჩვენც თავს დავიცავთ“,

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს პრეზიდენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის იმედოვნებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მომავალი მთავრობა შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას და არ დაუშვებს, რომ ვინმემ საკუთარი პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენოს და საფრთხე შეუქმნას ქვეყნის იმ ინსტიტუტებს, რომლებიც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს საყრდენია.

თეგები: გიგი უგულავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved