შემოსავლების სამსახური ადასტურებს, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან შემოვიდა თბომავალი KAYSERI.
უწყება აცხადებს, რომ ხომალდი დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი, იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი.
დღეს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, რუსულმა ნავთობკომპანია „როსნეტფმა“ საქართველოში, ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის პირველი პარტია შემოიტანა. „როსნეფტი” 15 ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.
შემოსავლების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი კომპანიის ნავთობია ხომალდზე.
კომენტარები