• რეკლამა
  • კონტაქტი
08:39, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემიძლია ხელისუფლებას ერთი ქულა დავუწერო ამაში, მიუხედავად მის მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:11 03-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

– ნიკა მელიას მხარდამჭერები გარეთ არიან გამოსულნი, რუსთაველზე კარვებიც დადგეს. თქვენი აზრით, რას მიაღწევენ ამჯერად?

– დღეს სახეზეა სისტემური პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც აქვს ბევრი განზომილება და რომელსაც აქვს სხვა და სხვა ინსტრუმენტები. კი, ბატონო, აქციები, ასევე, საერთაშორისო აქტიურობა – მეორე კომპონენტი. ის პრობლემები და მათი გადაუწყვეტელობა, რაც ხელისუფლებას ისედაც აქვს. ასე, რომ ეს კრიზისი ბევრი ელემენტისგან შედგება და ერთად აღებული ბევრი ელემენტი, საბოლოო ჯამში, აკულუმატიურ აფექტს ახდენს. ბუნებრივია, ვერც ერთი ხელისუფლება ასეთ დაწოლას, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებიდან შეტევას, ვერ გაუძლებს. ყველგან დეგრადაციაა ხელისუფლებაში, ვერც ერთ მიმართულებაში ვერ არის მშვიდად. სოციალურ–ეკონომიკურ სფეროში, საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში, დასავლეთთან ურთიერთობაში… ადგილი აღარ დარჩათ, რასაც შეიძლება მოეჭიდონ. მხოლოდ ძალოვანი უწყებები  ჰყავთ. ფულიც კი აღარ დარჩათ. ძალოვან უწყებებზე ჩამოკიდებული ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს, ეს უნდა ესმოდეთ. ძალოვანი სისტემით ძალაუფლების შენარჩუნება ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. დღეს შენ დაიჭერ, ხვალ სხვა მოვა ხელისუფლებაში და ის სისტემა შენ დაგიჭერს. ასე არ მოხდა „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაში? ადრე მურუსიძე გვიჭერდა ჩვენ, ახლა იჭერს იმათ. მისთვის სულ ერთია, ვის დაიჭერს. დღეს მას რომ ემსახურება ის პოლიციელი, პროკურორი და მოსამართლე, ხვალ მას დაიჭერენ და გაასამართლებენ.

– „ქართული ოცნება“ რომ მოვიდა, „ნაციონალებს“ მათივე გამკაცრებული კანონებით მიუსაჯეს სასჯელები, მხოლოდ დანაშაულთა შეკრებითობის პრინციპი გააუქმეს, სხვა ბევრი არაფერი.

– კი, ბატონო, ასე იყო. სხვა ქვეყანაში და წინა საუკუნეებში ხომ არ მოხდა. აგერ, ახლახან, ჩვენს თვალწინ მოხდა ყველაფერი. ეს ბუმერანგი „ნაცმოძრაობას“ უკვე მოხვდა თავში და ხვალ თუ ზეგ, მოხვდება „ქართულ ოცნებას“. ამათ ხომ არაფერი შეუცვლიათ? ზუსტად იმავე ტექნოლოგიებით. მეთოდებით მოქმედებენ – პოლიტიკური ტერორით, შანტაჟით, დაშინებით, ოპონენტების საზოგადოების თვალში კომპრომეტირებით, მათ მიერ მართული მედიასაშუალებებით… კი, „ნაციონალები“ მეტს და უარესს აკეთებდნენ, უფრი დაუნდობლები იყვნენ. ესენი ცოტა ჰუმანურები არიან, სხვა ფორმები იპოვნეს პოლიტიკურ ოპონენტებთან, ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებასთან ბრძოლისა, მაგრამ პრინციპი, რომ მართლმსაჯულება და ძალოვანი სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენება, იგივეა, არაფერი შეცვლილა.

– ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის, ვახო სანაიას ცემის ფაქტზე რას იტყვით? „ქართული ოცნების“ რამდენიმე წარმომადგენელმა ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ ქვეტექსტში იკითხებოდა, ღირსი იყო და სცემესო.

– ამ ტიპის აზროვნებაა კატასტროფა. მაგარ ბიჭობანას რომ თამაშობენ ვიღაც–ვიღაცები და ასე რომ ვთქვათ, ბავშვებისა და ქალების თანდასწრებით და მერე მათი დედები გვეუბნებიან, 40 წლის ბავშვი საგუნდაოდ იყო გასულიო. ეს რა არის? ეს არც ღირსეულია, არც კაცურია, არც ვაჟკაცურია. ეს არაფერში არ ჯდება. თავი დავანებოთ იმას, რომ ეს ძალადობა პროვიცირებულია ხელისუფლების აღვირახსნილი პროპაგანდის მიერ. იმ ადამიანებს, ვინც ვახო სანაია სცემა, შესაძლოა, ეგონათ რომ შეაქებდნენ ამის გამო. შესაძლოა, თავიანთი ჭკუით ფიქრობდნენ, რომ ხელისუფლება მართლა არ გაბრაზდებოდა მათზე და მადლობასაც ეტყოდნენ. ეს  არ გამოვრიცხოთ. შესაძლოა, გმირები ჰგონიათ თავიანთი თავი. ალბათ, ახლა აღარ ჰგონიათ, წინასწარ პატიმრობაში არიან, მაგრამ მანამდე, შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ ტაშს დაუკრავდნენ. ახლა ამას ხელისუფლების სასარგებლოდ ვლაპარაკობ. მოდით, ობიექტურები ვიყოთ. ეყოთ შინაგანი ძალა, რომ ამ ფაქტზე რეაგირება მომხდარიყო. ეს რომ არ გაეკეთებინათ, ეს პროცესები, შესაძლოა, კიდევ უფრო გაღრმავებულიყო. ასე, რომ პრევენციისთვის, შემიძლია ხელისუფლებას ერთი ქულა დავუწერო ამაში, მიუხედავად მის მიმართ ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა. კარგია, კანონმა რომ იმუშავა და ეს ადამიანები აიყვანეს  წინასწარ პატიმრობაში, თორემ მოხდებოდა ძალადობის წახალისება ზოგადად და ამ კონკრეტულ შემთხვევებში, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების მიმართ.

– ბოლოს გკითხავთ, ნიკა მელიას დაჭერის გამო, რა ჩახლართული სიტუაციაც თავად შეიქმნა ხელისუფლებამ, როგორ უნდა გამოვიდეს აქედან?

– საერთოდ, ისტორიას ახასიათებს კანონზომიერება. ჩათრევას ჩაყოლა ჯობია, მით უმეტეს, ამ ვითარებაში. ხელისუფლების წარმომადგენლებს არც რიგგარეშე არჩევნები უნდათ, არც არაფერი უნდათ, მარტო ის უნდათ, რომ ისხდნენ იმ სკამებზე, იქიდან არ უნდა ადგნენ  და არათუ  პოლიტიკურად არ უნდა შეეხო მათ,   საერთოდ არ უნდა გააკრიტიკო.  ეს არის ისტორიული პროცესი და აზრი არ აქვს წინააღმდეგობის გაწევას. რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას გაუწევ, მით უფრო მწარედ გაგატარებს ხორცის მანქანაში. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. სხვა გამოსავალი არ არსებობს. ხელისუფლებას თუ იმის ილუზია აქვს, რომ ოპოზიცია სუსტია და ფიქრობ, ამათ არაფრის თავი არ აქვთო, ეს უდიდესი შეცდომაა. ხელისუფლებას მარტო ოპოზიციის პრობლემა არ აქვს, მას უამრავი სხვა პრობლემა აქვს და ამ ყველაფერს ერთად ვერ მოერევა.

– ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარდა ხელისუფლებას სხვა გზა აღარ დარჩა?

– მოლაპარაკება და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა მშვიდად და წყნარად. რიგგარეშე არჩევნებზე კი, კიდევ აქვს შანსი „ქართულ ოცნებას“. შექმნან პოზიტიური დღის წესრიგი, გადაწყვიტონ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები შედარებით პოლიტიკური სიმშვიდის გარემოში, ადამიანები დაარწმუნონ, რომ ზრუნავენ მათზე. ეს თუ გააკეთეს, „ქართულ ოცნებას“ ვადამდელ არჩევნებზე ექნება შანსი და თუ ასე გააგრძელეს, შანსი არ ექნებათ. შიდა და გარე პოლიტიკური რყევების ფონზე, ვერც ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს გადაწყვეტენ, პანდემიასთან დაკავშირებით კიდევ მეტი პრობლემები შეიძლება შეექმნათ და შესაბამისად, ისეთი გარემო შეიძლება შეიქმნას, რომ ქვეყანაში უსაფრთხოების პრობლემები დადგება ხვალ და ზეგ. ცოტა  წინ უნდა გაიხედონ.  დღევანდელ კვერცხს კი არ უნდა დააჯდნენ, იმაზე უნდა იფიქრონ, ხვალ რა მოხდება. როგორც კი დაფიქრდებიან, მიხვდებიან, რომ რიგგარეშე არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს ამ ვითარებაში.

ლევან ჯავახიშვილი, ალია

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved