იუსტიციის მინისტრი, “ღამის კურიერის” ეთერში, ადასტურებს, რომ ფეიქრიშვილების საკანში ნამდვილად მოხდა სხვა პატიმრების შესახლება.
იყვნენ თუ არა აღნიშნული პირები ვატო ყიფიანი და სხვები – პაატა სალიას თქმით, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
“ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ – ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში… გამოძიება დაადგენს, ვინ იყვნენ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება. ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული – ეს ყველაფერი გამოძიების მიერ არის დასადგენი”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა “ღამის კურიერის” ეთერში საუბრისას.
,,გამოძიება დაადგენს, კონკრეტულად იმ პირების სახელს და გვარებს, ვინ იყვნენ ამ საკანში, რამდენი პირი იყო, რატომ მოხდა მათი შესახლება, ვინ ხელმძღვანელობდა, ვინ კურირებდა, ვინ იყო ინფორმირებული და ა.შ. ეს ყველაფერი არის გამოძიების მიერ დასადგენი. ამას ყველაფერს გამოძიება იტყვის. იმედი მაქვს, რომ მალე გვეცოდინება გამოძიების თუნდაც პირველადი შედეგები, რათა არ არსებობდეს რაიმე შეკითხვა საზოგადოების მხრიდან, რომ იგივე სისტემა იძიებს [საქმეს].
გიორგი პატარიძის გადაწყვეტილება, დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა, ცალსახად არ მეტყველებს იმაზე, რომ მისი მხრიდან რაიმე უკანონო ქმედებას ჰქონდა ადგილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თანამდებობიდან გადადგომა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა. ჩაიდინა თუ არა კონკრეტულმა ადამიანმა დანაშაული, ამას გამოძიება დაადგენს”, – განაცხადა პაატა სალიამ.











კომენტარები