• რეკლამა
  • კონტაქტი
10:01, კვირა, 1 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებული 4 პირი, ასლან აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი წევრია

ალია ავტორი - ალია
13:16 01-30-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბათუმში დაკავებული 4 ბრალდებული, ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი წევრია. მათ შორის ერთ-ერთი კი, აბაშიძის ოჯახის დაცვის ყოფილი უფროსი ზედმეტსახელად – ჩაკი.

​სუს-მა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში დანაშაულებრივი ჯგუფი, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობას გეგმავდა. ჯგუფი საქართველოს ექვსი და ერთი უკრაინის მოქალაქისგან შედგებოდა. 2 პირის თბილისში, ხოლო 4 ბათუმში აიყვანეს. ძალოვანი უწყებების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფს, მკვლელობა სავარაუდოდ უკრაინელმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა დაუკვეთეს. ორი ადამიანის მკვლელობა ავტომანქანაში დისტანციური ასაფეთქებელი ნივთიერების დამონტაჟებით იგეგმებოდა.

„ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და ბათუმში, სასამართლო განჩინების საფუძველზე, დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის, განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე თბილისში საქართველოს ორი მოქალაქე: გ.ბ და ბ.ც, ხოლო ბათუმში, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე: რ.ბ, ნ.ბ, გ.თ. და ი.მ. დააკავეს.

საქართველოში მიმდინარე დაკავების ღონისძიებების პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი პირი, უკრაინის მოქალაქე ბ.მ. დააკავეს“ – განაცხადა სუს-მა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?
ახალი ამბები

სად სჯობს მართვის მოწმობის აღება, საქართველოში, თუ საზღვარგარეთ?

19:37 05-30-2025
ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი!

17:40 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved