• რეკლამა
  • კონტაქტი
02:34, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეიხის ძარცვაში ეჭვმიტანილი ქალი თბილისში აღმოჩნდა – რას ჰყვება 3 მილიონამდე დოლარისა და 4 კგ ოქროს მოპარვაში ბრალდებული

ალია ავტორი - ალია
10:33 09-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ერაყელი სამართალდამცველები მარიკა ხუხუნაიშვილს მასშტაბური ძარცვის მთავარ ფიგურანტად განიხილავენ. მას “კურიერმა” თბილისში მიაგნო. ახალგაზრდა ქალი მეუღლესთან ერთად შეიხის ძარცვაშია ეჭვმიტანილი. სახლიდან გატანილია 2 მილიონ 600 ათასი დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო.

“კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქმის მთავარი ეჭვმიტანილი დანაშაულს უარყოფს და ირწმუნება, რომ ერაყის ტერიტორია იქამდე დატოვა, სანამ მისი დამსაქმებლის სახლს გაქურდავდნენ. ხუხუნაიშვილი არ გამორიცხავს, რომ პროვოკაცია მოუწყეს.

“ეს არის კარგად დაგეგმილი, გაჩალიჩებული, რადგან იცოდნენ, რომ მე 3 სექტემბერს ვტოვებდი ერაყს და ვიღაცამ ძარცვა სპეციალურად დაამთხვია. არანაირი შეხება ამ დანაშაულთან არც მე და არც ჩემს მეუღლეს არ აქვს. მე ერაყი 3 სექტემბერს დავტოვე, უკვე გასული ვიყავი ქვეყნიდან ეს დანაშაული რომ მოხდა. ჩემმა ქმარმა კი საერთოდ წინა დღეს დატოვა ქვეყანა,”- ყვება “კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში მარიკა ხუხუნაიშვილი.

ოჯახის წევრები და ადვოკატი ძარცვაში ხუხუნაიშვილის მეუღლის, თენგიზ შაინიძის მონაწილეობასაც გამორიცხავენ. უფლებადამცველი როსტომ კერესელიძე ამბობს რომ ორივე ეჭვმიტანილი მზად არის შესაბამის ორგანოებთან ითანამშრომლოს.

ერაყში ადგილობრივ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ცოლ-ქმარმა, მარიკა ხუხუნაიშვილმა და თენგიზ შაინიძემ, კიდევ ორ თანამზრახველთან ერთად მდიდარი შეიხის სახლი გაქურდეს. ნაქურდალი თანხა და დიდი ოდენობით ძვირფასეულობა კი ტყეში გადამალეს. გამოძიებამ ტაქსის მძღოლის დახმარებით გადამალულ ფულს და ოქროს მიაგნო, თუმცა როგორც უცხოური პრესა იუწყება, დამნაშავეებმა ქვეყნის დატოვება მოახერხეს.

შეიხის ძარცვის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დაუმტკიცდებათ თუ არა ბრალი ქართველ ცოლ-ქმარს, ჯერჯერობით უცნობია. მათ ერაყში ადვოკატი უკვე აიყვანეს, თუმცა უკან დაბრუნებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved