• რეკლამა
  • კონტაქტი
20:06, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,შეიძლება თუ არა ჰოროსკოპის შეცვლა?!“ – ასტროლოგი რამაზ გიგაური

ალია ავტორი - ალია
23:35 07-15-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

ასტროლოგი რამაზ გიგაური:

,,შეიძლება თუ არა ჰოროსკოპის შეცვლა?!
(ჰმ, ოღონდაცა რა!)

უკვე ბევრმა ფრენდმა მომწერა და არ მინდა ამდენი კითხვის იგნორირება. ამასთანავე, არც ამის თქმის დრო და წინაპირობა არ არის, ისეთი პროცესები მიდის. თუმცა ორიოდე სიტყვით მაინც ვიტყვი (მერე შეიძლება დიდი სტატიაც დავწერო ამის შესახებ).

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ქართველი ასტროლოგი წერს, თურმე შესაძლებელია საქართველოს ჰოროსკოპის შეცვლა და მერე წავა ჩვენი ცხოვრება რიკინ-რიკინით.
არ მინდა სიღრმეში ჩასვლა, უბრალოდ ჩვენი ჯიგარი სერგიას ხმით ვიკითხავ: რანაირად?

არსებობს ბევრი ტიპის ჰოროსკოპი, მაგრამ ავიღოთ ორი ტიპის – ნათალური (დაბადების, ინდივიდუალური, პერსონალური) და მუნდანური (გეოგრაფიული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქვეყნის).

დაიბადა ადამიანი. ხომ კი?! რა მონაცემები გვჭირდება მისი პირადი ჰოროსკოპის შესადგენად? დაბადების რიცხვი, თვე, წელი, საათი, წუთი, გრძედი და განედი.
ამ მონაცემებზე დაყრდნობით კეთდება ადამიანის ჰოროსკოპი.
შეიძლება თუ არა მისი ჰოროსკოპის შეცვლა?
არა შვილო, არა!
ხელახლა დაიბადოს? დედას და მამას უთხრას, „ე რა დღეზე გამაჩინეთ ხალხოოო, დაიწვას ჩემი გაჩენა. მოიდა ახლიდან დამბადეთ რააა, თქვენ გახარებას!“
ხოა სიგიჟე?! მამალი. მამალი სიგიჟეა!
დაივიწყეთ ეს სტალინი, გურჯიევი, ჰოროსკოპის შეცვლა და ბლა-ბლა-ბლა!
ლაშა ტალახაძეც ეწევა აკვრა-ატაცში 485 კილოს და შეუძლია ვინმეს კიდევ?
ოღონდაცა რააა!

იგივეა საქართველოს შემთხვევაშიც.
თუ ვინმე განიხილავს საქართველოს მუნდანურ ჰოროსკოპს, უნდა აიღოს 1991 წლის 9 აპრილი. 11:55 საათი. თბილისი. ბასტა!
როგორ უნდა შეცვალოს საქართველომ ჰოროსკოპი, ხელახლა გამოაცხადოს დამოუკიდებლობა?!
აბსურდია ეს და პოპულიზმი.
ამისთანა პოპულიზმებით და ეპატაჟებით სავსეა საქართველოს პოლიტიკა, ეკონომიკა, ხელოვნება, შოუ-ბიზნესი, რელიგია და არც ასტროლოგიაა გამონაკლისი.
მესმის, რომ ვიღაცისთვის რაღაც „ხმაურიანი“ განაცხადი აუცილებელია იმიჯისთვის, მაგრამ ვისაც მართლა აინტერესებს მუნდანური ასტროლოგია ვურჩევ ბრიტანელი ასტროლოგების ბეიჯენტ-კემპიონ-ჰარვის წიგნებს „მსოფლიო ასტროლოგიის“ შესახებ.
კაი აკადემიური ხალხია და აკადემიურად განიხილავენ ყველაფერს.

ვერავინ შეცვლის ჰოროსკოპს, მაგრამ მართვა შესაძლებელია.
ნატალური ჰოროსკოპი – ეს არის საგზაო ნიშნები, მძღოლი კი თვითონ ადამიანია.
მუნდანური ჰოროსკოპის შემთხვევაში კი მძღოლი – ხელისუფლებაა (პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტი ანდაც ვიღაც ჩრდილში მყოფი, იდუმალი ადამიანი).
დროში ისე გადაადგილდება ადამიანი თუ ქვეყანა, როგორი მძღოლიც არის ადამიანი (ან ხელისუფლება).

ასე რომ, რა პოტენციალიც გვიბოძა გამჩენმა მისი მართვა-გამოყენებაა საჭირო და არა წინ და უკან სირბილი, რომ ვიღაც რაღაც „მაგიას“ მოახდენს და ეგრევე ავშენდებით.
არ გამოვა ასე, არა!
ეგრე რომ ვფიქრობთ, ამიტომაც დავტოპავთ 30 წელი ბნელში.”

თეგები: რამაზ გიგაური

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა
ახალი ამბები

წინანდლის ამფითეატრის სცენაზე მალერის “აღდგომა” შესრულდა

13:44 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved