კანცელარიასთან აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებისა და მხარდამჭერების აქცია გრძელდება. ისინი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვენ:
“შეგვხდით ბატონო, რა გახდება რომ 20 წუთი შეგვხვდეთ. ადექით პოლიციელებო, ადექით და სთხოვეთ, ხომ ხედავთ როგორ ვიტანჯებით დედები, როგორ შეგიძლიათ ჩვენ გვიყუროთ. როგორ შეგიძლიათ ჩვენ გვიყუროთ, ჩვენ ვერ გაგვიწევთ წინააღმდეგობას, ხედავთ 6 დღე და ღამეა რა უბედურები ვართ. მე არ მივალ ჩემ შვილთან დამარცხებული. მე 6 დღე და ღამე და 16 თვე იმისთვის არ მიწვალია, რომ უარით მივიდე ჩემს შვილთან. გადაეცით, რომ შეგვხდეს, დედები აქედან არ წავალთ…
არ არის ფინანსები პრობლემა ხომ? არ გვეუბნება უარს, შეგხვდით და მოგვისმინეთ მშობლებს”, – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ფოტო – ,,პუბლიკა”
კომენტარები