• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შეგვეძლია საკუთარი წარმოების რძე გვქონდეს, თუ ქართველ ფერმერებს დავეხმარებით”

ალია ავტორი - ალია
21:29 04-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ რძემჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფომ იმპორტირებული პროდუქტების ადგილობრივით ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნოს.


„ჯერ კიდევ, კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილს ვთხოვდით და ახლა ამ მთავრობასთანაც დავაყენეთ ეს საკითხი. მნიშვნელოვანია,რომ ხელისუფლებამ რძე-მჟავა პროდუქტების დღგ-სგან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს.


დახლის 80% არის იმპორტირებული რძის პროდუქტებით, დაწყებული კარაქით, დამთავრებული რძით. ყველა მათგანი არის ფხვნილი და აქვთ მოხმარების ერთწლიანი და ორწლიანი ვადა. ამის ჩასანაცვლებლად, მსოფლიოს ყველა ქვეყნის პრიორიტეტია ექსპორტის გაძლიერება, ან იმპორტის ჩანაცვლება. შეგვეძლო ჩვენი რძე გვქონოდა,რომელიც არის პირველადი მოხმარების და განსაკუთრებით საჭირო მოზარდი თაობისთვის,“
– ამბობს ლაშა პაპაშვილი.

როგორც ცნობილია, ნედლი რძის მწარმოებლები სახელმწიფოს რძის პროდუქტების წარმოებაზე გარკვეულ შეღავათებს სთხოვენ. მათ შორისაა, რძის წარმოების საუბსიდირება. 

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კონიაშვილმა „კომერსანტთან“  განაცახდა, რომ სახელმწიფო 9 პროდუქტის კურსთა შორის სხვაობას ასუბსიდირებს. ერთ-ერთი პროდუქტი კი რძის ფხვნილია, რომელიც პრიორიტეტულ ნუსხაში შევიდა.

„ეს ფაქტი ცოტა გამიკვირდა კიდეც. რადგან საუბარი იყო იმაზე, რომ მომხმარებელს საბოლოო პროდუქტი არ გაძვირებოდა. შესაბამისად, ეს უნდა ყოფილიყო მომხმარებლისთვის შეღავათი. მესმის, რომ სხვა პროდუქტს მომხმარებელი პირდაპირ ყიდულობს მაღაზიაში და როდესაც რძის ფხვნილზე გვაქვს საუბარი უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ მას მომხმარებელი პირდაპირ მაღაზიაში არ ყიდულობს. ჯერ უნდა გადამუშავდეს და შემდეგ სხვადასხვა პროდუქტის სახით მიეწოდოს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა რატომ ვასუბსიდირებთ იმპორტს და არ ვუწყობთ ხელს ადგილობრივ წარმოებას.“-ამბობს კონიაშვილი.

ქართული რძისპროდუქტების კომპანია „ცეზარის“ ხელმძღვანელი ცეზარ კახაძე კი განმარტავს, რომ რძის ფხვნილის სუბსიდირება არასწორად მიმართული თანხაა, რომელიც ქვეყნიდან გაედინება და ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციასაც უშლის ხელს.

“ჩამონათვალში სურსათის სუბსიდირების დროს მოხვედრილია რძის ფხვნილი, რომელიც მოიაზრება ნატურალური რძის პროდუქტის კონკურენტად. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ნატურალური რძისა და მისგან დამზადებული პროდუქტის ფასს, მკვეთრად გადაუსწრო რძის ფხვნილისგან დამზადებულმა პროდუქტმა. მთავრობა კი ამას ასუბსიდირებს. არადა, შესაძლებელია, რომ ნატურალურ რძეზე გააკეთოს იგივე და ამით მეწარმესაც დაეხმარონ.რძის ფხვნილის სუბსიდირება წყალში გადაყრილი ფულია და ფერმერს აზარალებს.

ახლა სჯობს, რომ ამ პერიოდში ქართველ ფერმერს დაეხმარონ. ამ ნაბიჯით მხოლოდ ერთი და ორი ადამიანი არ მოითბობს ხელს და ქვეყნიდანაც არ გავა ის ფული, რაც რძის ფხვნილში დაიხარჯება.” -ამბობს ცეზარ კახაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved