ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
“სუსის მიერ დაშანტაჟებულებს მინდა ვუთხრა: თუ გგონიათ თქვენი მორჩილებით და დამყოლობით თავს იცავთ , ცდებით. იმდენად ჩამპალია ეს სისტემა, თვითონ ირღვევა,იფხრიწება და ჟონავს ყველაფერი. თუ თავის დაცვა გინდათ, თქვენს ინტერესებში უნდა იყოს რაც შეიძლება მალე მოშორდეს, დაიშალოს და ადგილზე ჩაიმარხოს ეს ბოროტების ბუდე. ასე უფრო დაცულები იქნებით. ასეთი ალბათ ასეულობით და ათასობით ადამიანი ხართ უკვე ამ ქვეყანაში. ხოდა, გაანძრიეთ ტვინები.
როცა ზუსტად იცი რომ გისმენენ მარტო უარყოფითი არ უნდა დაინახო ამ ამბავში. შეგიძლია გამოიყენო პირდაპირი წვდომის ეს შესანიშნავი საშუალება და ყოველდღე ყ@@@ბი ეძახო. მე მაგალითად ასე ვაკეთებდი მთელი ამ წლების განმავლობაში და იმედი მაქვს სადმე კრებსებში ეს მშვენიერი მომენტებიც არის შემონახული.”
კომენტარები