• რეკლამა
  • კონტაქტი
01:39, სამშაბათი, 12 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეგახსენებთ „ქართული ოცნების“ 12-წლიანი საქმიანობის უმთავრეს შედეგებს” – პრემიერი გორში, საარჩევნო ღონისძიებაზე

ალია ავტორი - ალია
20:23 09-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გორში:

მოგესალმებით გორელებს, კასპელებს, ქარელელებს, ხაშურელებს,

განსაკუთრებულად მოგესალმებით გამყოფის ხაზის პირას მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს და ცხინვალის რეგიონიდან დევნილებს. მე მინდა მივესალმო ჩვენს დელეგატებს ზაზა დუგლაძესა და ლადო ხინჩეგაშვილს და მინდა ავღნიშნო, რომ ამ რეგიონს ყავს აღზრდილი ყველაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი, ვიდრე ძალიან ბევრ სახელმწიფოს და ამით შეუძლია შიდა ქართლს იამაყოს და ჩვენ განსაკუთრებულად გვემაყება, რომ ჩვენ საპარლამენტი გუნდში კონკრეტულად ამ რეგიონიდან იქნება წარმოდგენილი სამი ოლიმპიური ჩემპიონი: ბატონი ლადო, შოთა ხაბარელი და გენო პეტრიაშვილი. მივესალმები განსაკუთრებულად სამივეს

ჩემს დღევანდელ გამოსვლასაც დავიწყებ იმის შეხსენებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის.

ვინ თუ არა თქვენ, შიდა ქართლის მოსახლეობამ იცით ყველაზე უკეთ მშვიდობის ფასი. თქვენ საკუთარ თავზე ყველაზე მძიმედ გამოცადეთ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ტკივილი – ტკივილი, რომელიც საქართველოს და ამ მხარეს წინა ხელისუფლების მოღალატეობრივმა დანაშაულმა მოუტანა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ქართლელები 26 ოქტომბერს ძალიან მკაფიოდ ეტყვით უარს ომს და აირჩევთ მშვიდობას, რაც საქართველოს წინსვლისა და განვითარების აუცილებელი პირობაა.

შიდა ქართლი ინახავს ჩვენი ქვეყნის უძვირფასეს მემკვიდრეობას, უამრავ ეკლესია-მონასტერს, რომლებიც შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ეროვნული იდენტობის თითოეულ საყრდენს – მამულს, ენას და სარწმუნოებას. 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა ასევე უნდა გააკეთოს არჩევანი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ქართლელები ამ შემთხვევაშიც მკაფიო არჩევანს გააკეთებთ, უარს ეტყვით ადამიანის ღირსების წაშლის ყოველგვარ მცდელობას და აირჩევთ ტრადიციულ ფასეულობებს.

ჩვენი არჩევანია მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. საქართველოს აუცილებლად ექნება ნათელი, ევროპული მომავალი, რისი მიღწევაც მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნებით და ღირსების დაცვით არის შესაძლებელი.

2012 წლამდე საქართველოს მართავდა უსამშობლო ადამიანების ერთობა, უცხოური აგენტურა, რომელმაც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული ჩაიდინა. პატიმრებით გადავსებული ციხეები, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ქუჩაში ახალგაზრდების მკვლელობა, ბიზნესის ტერორი, ტელევიზიების მითვისება, სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვა – ეს იმ დანაშაულების მხოლოდ არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი ჩადიოდა.

კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც სისხლიანი რეჟიმი წარსულს ჩააბარა და საქართველოს დემოკრატიული გარდატეხა მოუტანა. ყველა ის მიღწევა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასული 12 წლის მანძილზე ჰქონდა, სწორედ ამ დემოკრატიული გარდატეხის შედეგია. დიდი მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის და უწყვეტი 12-წლიანი მშვიდობისთვის, რომელმაც საქართველოს უკვე ძალიან დიდი წინსვლა მოუტანა და მომავალშიც ასეთივე წინსვლას მოუტანს.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ „ქართული ოცნების“ 12-წლიანი საქმიანობის უმთავრესი შედეგები:

  • წარსულს ჩავაბარეთ ადამიანების მკვლელობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, 2,5-ჯერ შევამცირეთ ციხეებში პატიმრების რაოდენობა და 10-ჯერ შევამცირეთ ციხეებში სიკვდილიანობა;
  • გათავისუფლდა ბიზნესი და დამკვიდრდა მედიის თავისუფლება;
  • ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის შედეგადაც ქვეყანას არა უცხოური აგენტურა, არამედ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული სუვერენული ხელისუფლება მართავს;
  • საქართველოს ეკონომიკა 2012 წელს 28 მილიარდი ლარი იყო, ამ წლის ბოლოს კი 90 მილიარდ ლარს მიაღწევს;
  • მხოლოდ ბოლო 4 წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაიზარდა, ხოლო ბიუჯეტი – 10 მილიარდი ლარით გაიზარდა;
  • ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სამჯერ გაიზარდა პენსიები და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი;
  • რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი;
  • ყოველწლიურად 300 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც კონკრეტულად შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გააორმაგა და ამ პროდუქციის ექსპორტი გაასამმაგა;
  • ქვეყნის მასშტაბით განახევრდა უმუშევრობა;
  • 680 ათასმა მოქალაქემ ქვეყნის მასშტაბით დააღწია თავი სიღარიბეს;
  • „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ხელისუფლება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია;
  • საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მოუტანა 2012 წლის დემოკრატიულმა  გარდატეხამ და კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ამის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ამისათვის.

ეს არის მიღწევები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და რომლებზეც ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება უნდა დავაფუძნოთ. თუ ჩვენ განვითარების დღევანდელ ტემპს შევინარჩუნებთ, მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ რამდენიმე ათეული მილიარდი ლარით გავზრდით საქართველოს ეკონომიკას და 10 მილიარდ ლარზე მეტით გავზრდით ქვეყნის ბიუჯეტს. შესაბამისად, მინიმუმამდე დავიყვანთ უმუშევრობასა და სიღარიბეს ჩვენს ქვეყანაში, რაც ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა.

ამ ყველაფრისთვის კი, მთავარი მშვიდობის შენარჩუნებაა, რისთვისაც 26 ოქტომბერს ყველა ერთად უნდა დავდგეთ. 3 ათასი წლის განმავლობაში საქართველოს უამრავი ქარტეხილი აქვს გამოვლილი. მაგრამ სადაც ერთ მუშტად იყო შეკრული ერი და ბერი, სადაც ქართველი ხალხი ერთად იდგა საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობის – მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად, საქართველოს დამარცხება ვერავინ შეძლო. საქართველოს ვერც 26 ოქტომბერს ვერავინ დაამარცხებს.

26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“! 26 ოქტომბერს აუცილებლად გაიმარჯვებს საქართველო!

(R)

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ დაბადების დღის წვეულების დასაგეგმად? – 7 საიდუმლო, რომელსაც პროფესიონალები იყენებენ

22:38 08-11-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ანი გოგია

15:47 08-11-2025
როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს
ახალი ამბები

როგორ გადავარჩინოთ კბილი ამოღებას? – 4 რჩევა, რომელიც ჯანსაღ კბილებს შეგინარჩუნებს

14:35 08-11-2025
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

12:32 08-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved