• რეკლამა
  • კონტაქტი
16:37, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შეეცადეთ პატიოსნად გასცეთ ამ კითხვას პასუხი – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
16:27 12-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული, სოციალურ ქსლში წერს:

“რატომ ბოიკოტი

ემოციური და პათეტიკური ფაქტორები მოვხსნათ და სუფთა პრაგმატულ ჭრილში განვიხილოთ, რატომ არის საჭირო ბოიკოტი.

ქართული პოლიტიკური სპექტრი სრულ სტაგნაციაშია. არ იზრდება და არც ვითარდება. არავითარი პრინციპები, ღირებულებები, მწყობრად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური თუ ეკონომიკური შეხედულებები და ა.შ. ამიტომაც არის ქართული პოლიტიკური სისტემა ფეოდალური, ბელადებზე აგებული პრიმიტიული სტრუქტურა, რომელიც საბოლოოდ ორი ფალავანის უშუალო დაპირისპირებაზეა მიჩერებული.

რა მისცა განვლილმა წლებმა ქართულ ოპოზიციას პარლამენტში?

გაიზარდნენ პოლიტიკურად და ჩამოყალიბდნენ იდეოლოგიურად?

რა მისცა უმრავლესობასთან მათი უნაყოფო კინკლაობის ცქერამ ქართველ ამომრჩეველს?
შეეცადეთ პატიოსნად გასცეთ ამ კითხვას პასუხი.

არაფერიც არ მისცა. ვერც მისცემდა. რა მისცა საქართველოს ან წინა პრეზიდენტის, ან ახლანდელი პრეზიდენტის ინსტიტუტმა?
არაფერი.

მიზეზი ყველამ ვიცით. პარლამენტიც და პრეზიდენტის ინსტიტუტიც არის ფარსი. ეს რომ ჭეშმარიტებაა, უცხოური დიპლომატიური კორპუსის საქციელიდანაც კარგად ჩანს. მათ იციან ვინც მართავს ქვეყანას და ამიტომ პირდაპირი კონტაქტი აქვთ თავად მმართველთან, რომელსაც არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ გააჩნია. ცხადია, პრაგმატული უცხოელები თავს არ დაიმცირებენ და არც დროს დაკარგავენ ბუტაფორიულ სახელმწიფო მოხელეებთან ურთიერთობაში. მათთვის სპექტაკლი სპექტაკლია.

ამ ფარსში მონაწილეობის გაგრძელება უპირობოდ ნიშნავს სახელმწიფო ხარჯებით, ხალხის ჯიბიდან ამოღებული გადასახადებით პათოლოგიური თამაშის გაგრძელებას. და ეს არ არის უწყინარი თამაში. იწვევს როგორც თავად პოლიტიკური სპექტრის, ასევე მათი “მრევლის” სრულ დეგრადირებას.
არა აქვს აზრი არც პოლიტიკურ დებატებს, არც ელემენტარულ წესებსა და კანონებს. გენერალურ პროკურორად შეიძლება წარადგინონ ნასამართლევი ადამიანი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და მინისტრებს შეიძლება არ ჰქონდეთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი საბუთები და ა.შ. საზოგადოებაც და საპარლამენტო ოპოზიციაც მიეჩვია იმ აზრს, რომ ისინი უბრალო სტატისტები არიან რაღაც გახრწნილ შოუში, სადაც მათი როლი უაზრო და უნაყოფო დებოშებით შემოიფარგლება. სამაგიეროდ მათ ამაში უხდიან ხელფასს და აძლევენ შესაბამის პრივილეგიებს.
ქვეყანას მიეცა შანსი, რომ დაასრულოს ეს პათოლოგიური სპექტაკლი, რომელიც მას უპირობო კატასტროფისაკენ მიაქანებს. და ამ დროს, ბოიკოტის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ წარმოდგენა უნდა გაგრძელდეს; რომ მარიონეტებად ქცეულმა სტატისტებმა სპექტაკლშივე უნდა აიწყვიტონ არტახები, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ დესპოტი რეჟისორი მცირეოდენ გადახვევასაც არ დაუშვებს წინასწარ დაწერილი პიესიდან.

რა არის ეს? თავის მოტყუება? გარდაუვალის უსასრულოდ გადავადების იმპოტენტური მცდელობა?

როგორ უნდა გაიზარდოს ქართული პოლიტიკური სპექტრი და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტ სახელმწიფოებრივ ძალად, თუ არ დატოვებს ამ უაზრო სპექტაკლს?

ძნელია დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება. ვისაც თავად გაუვლია ეს გზა, ყველამ იცის პირველი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმის აუტანელი შიში, როცა უნდა დატოვო აწყობილი რუტინა, თბილი ბუდე და თავად შეეჭიდო ყველა გამოწვევას.

მაგრამ ამ შიშის დაძლევის გარეშე არაფერი გამოვა.”

თეგები: 2020 არჩევნებიზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved