• რეკლამა
  • კონტაქტი
12:46, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეეშვან ამ კაცს, ნუ ატარებენ ეთერიდან ეთერში, ეტყობა, რომ არ არის კარგად, ზღვარზეა უკვე” – გვარამია მოსამართლეზე

ალია ავტორი - ალია
14:20 07-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
445

ნიკა გვარამია სასამართლოს სიტყვით მიმართავს. ის ეხმაურება მისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებს და აშშ-ს ელჩის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს:

მოვისმინე ბატონი ჩხიკვაძის განცხადებები, მე არ ვიცი საერთოდ ეს რა ემსახურება. მოსამართლის ეთერებში სიარული თუ ტარება თუ როგორც არის, რას ემსახურება ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები. ესეთი რამე საერთოდ არ გამიგია, ისევე როგორც არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე. როგორი სასამართლო არ ყოფილა ამ ქვეყანაში, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ მომხდარა.

მან განაცხადა, რომ ჩემი განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება ბულინგი მისი მეუღლის და მისი შვილების. ამიტომაც გადავედი სანდროსგან და სოფოსგან ამ განცხადებაზე. მე არ ვადევნებ თვალყურს გასაგები მიზეზების გამო სოციალურ ქსელებს, მაგრამ ზუსტად ამით მინდა დავიწყო, რომ როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს და ბატონმა ჩხიკვაძემ ყველანაირი მიზეზი მისცა ყველას მასთან დაკავშირებით ილაპარაკოს ის, რაც უნდა, მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ არსებობს მიზეზი თეორიულადაც კი და დაუშვებელია მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედება. მე თავისთავად გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ჩემი ოჯახის წევრი თუ სხვათა ჩართულობას ამ ყველაფერში ცხადია,. მითუმეტეს ჩემი დაორგანიზებულ სახეს, არც უთქვამს ეს ბატონ ჩხიკვაძეს. აქვე მინდა განვაცხადო, ვიცი რომ ბევრი ადამიანი უსმენს ამას,   ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, ვგმობ ამას და მოვითხოვ, ეს ყველაფერი შეწყდეს დაუყოვნებლივ. უბრალოდ, ბატონ ჩხიკვაძეს შევახსენებ, კეთილსინდისიერი და სწორი იქნებოდა, თუ თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახის წევრებზე, ცოლზე შვილებზე და ა.შ. მე არ მინდა ბატონ ჩხიკვაძეს ვგავდე, მე კეთილსინდისიერად ვაპირებ მოქცევას, მანამდეც ასე ვიქცეოდი და შემდეგშიც ასე ვაპირებ.

პროცესი გადაიდო 8 კვირით და რა მოხდა? გადაიდო იქამდე, რომ ზუსტად მივიდა პროცესი აი, ამ ევროპულ გადაწვეტილებამდე, ამ კარში შესვლის დროს კარები დაკეტეს. ბატონი ჩხიკვაძე აღმოჩნდა ძალიან საბედისწერო გადაწყვეტილების ავტორი. ეს ვინც მას გააკეთებია, ის მისი მთავარი მტერია. ის არის პროფესიულად განადგურებული და ახლა რასაც ვუყურებ, რომ დაჰყავთ ეთერიდან ეთერში, ფიზიკურ განადგურებამდე მიჰყავთ, ძალიან მინდა შეეშვან ამ კაცს, დაანებონ თავი, ნუ ატარებენ ეთერიდან ეთერში, ეთერშიც ეტყობა, რომ არ არის კარგად, დაანებონ თავი, არაადამიანობაა ეს, რასაც მას უკეთებენ, ბოლომდე მისი ინსტრუმენტალიზაცია, ფიზიკური ძალების გამოყენებაც კი, ზღვარზეა უკვე კაცი, გამომეტყველებაზე, ყველაფერზე ეტყობა, რომ არის ზღვარზე, სამარცხვინოა მისი ასეთი ინსტრუმენტალიზაცია, იმაზე სამარცხვინო, რა განცხადებებიც თავად გააკეთა.

თეგები: ლაშა ჩხიკვაძენიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved