შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
დედაქალაქის მერი სამძიმარს უცხადებს შინაგან საქმეთ მინისტრ ვახტანგ გომელაურაც.
ამასთან, კალაძე სროლის შედეგად დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„შეძრწუნებული ვარ საგარეჯოში მომხდარი შემზარავი ტრაგედიით. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს.
დაღუპულთა შორის არის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს!
ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაშავებულთა ჯანმრთელობისთვის. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ!“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები