• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შეასრულებთ? კარგი ბიჭები იქნებით და დაგიდგებით გვერდში. არ შეასრულებთ და მე ვაჭრობას არ დაგიწყებთო“

ალია ავტორი - ალია
19:58 03-30-2021
- ახალი ამბები, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

„ალიას“ ესაუბრება პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თანადამფუძნებელი, ადვოკატი, ვალერი გელბახიანი.

– ბატონო ვალერი, უკვე მერამდენე  კვირაა, „ტვ–პირველში“, ნოდარ მელაძის საავტორო გადაცემაში, ხელისუფლების  წარმომადგენელთა ფარული აუდიო ჩანაწერები, ფარულად გადაღებული ფოტოები გადის.  ცნობილი „სამეგრელოს კასრები“ გამახსენდა. ასე მგონია, ნოდარ მელაძეს ვიღაცამ  სუს–იდან კასრით მიუტანა ხელისუფლების მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები ფაილებად  და ამ ფაილებს ყოველკვირა  იღებს კასრიდან და ასაჯაროებს.  ვატყობ,  მალე ისეთი ფაქტი თუ ფაქტები გახმაურდება, რომლებიც ამ ხელისუფლებას გადაიყოლებენ. რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მოხდეს?

– მე ყოველდღე ველოდები მასეთ კადრებს. უკვე გაიხსნა „პანდორას ყუთი“ და ეს პროცესი აღარ შეჩერდება. ყველა მასალა ერთად ვერ გამოქვეყნდება, თანმიმდევრობით ქვეყნდება და ველოდები, რომ მომავალში უფრო და უფრო სკანდალური მასალები გასაჯაროვდება. ველოდები, რომ 20 ივნისის აქციის დარბევის ბრძანების  გამცემის ჩანაწერებიც გამოქვეყნდება, რომლებიც, როგორც ჩანს და ლოგიკით ვხვდები, უკვე აქვთ ტელეკომპანიაში. ხელისუფლება ყველაფერს უარყოფს, ყველა შეცდომას და ჩადენილ დანაშაულს და ალბათ, დადგა ის დრო, როდესაც ეჭვმიტანელს ფაქტებით უნდა დაუმტკიცო, რაც ჩაიდინა. შავზე გეუბნებიან, თეთრიაო. აგერ, ბოლოს, ამერიკის სენატში განიხილეს საქართველოს საკითხი, ხელისუფლებაზე აუგის მეტი იქ არავის უთქვამს, ესენი კიდევ გვიმტკიცებენ, ქვეყანა წინ მიდის და აგერ, ამერიკელი კანონმდებლებიც მაგას ამბობენო.

– ამერიკის სენატში ასე ცალკე და უარყოფით კონტექსტში საქართველოს საკითხის განხილვა პირველად მოხდა. რამდენად ცუდია ეს ქვეყნისთვის? სიმართლე გითხრათ, ამ ანტიხალხური ხელისუფლების ბედი საერთოდ არ მადარდებს.

– კი, ბატონო, ამერიკის სენატში და ზოგადად, კონგრესში ყოფილა საქართველოს საკითხის ცალკე განხილვები, მაგრამ ეს ეხებოდა ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო სფეროში დახმარების გაწევას, ფინანსურ დახმარებას, დემოკრატიის განვითარების კუთხით ხელშეწყობას და სხვა, ჩვენთვის პოზიტიურ საკითხებს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სენატში მოხდა საქართველოს საკითხის ნეგატიური კუთხით განხილვა. დემოკრატიის უკუსვლა საქართველოში – პირდაპირ ეს დასკვნა დაგვიდო სენატმა და მთელი განხილვის პროცესი ის იყო, რამდენად უკან დაიხია დემოკრატიამ საქართველოში და ვინ იყო ამაში დამნაშავე. ვინ არის დამნაშავე, ეს კარგად იციან ამერიკის ხელისუფლებაში – ბიძინა ივანიშვილი და მისი „ქართული ოცნება“. ამას რომ იტყვიან, დემოკრატიის უკუსვლაა და ამ საკითხს ვიხილავთ და არა ქვეყნისთვის დახმარებებისასო, ეს უკვე ნიშნავს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეფასებულია არადემოკრატიულად. შესაბამისად, ამერიკისგან ადეკვატურ ნაბიჯებს უნდა ველოდოთ. ვნახოთ, რა იქნება ეს ნაბიჯები. სერიოზული ზეწოლა რომ იქნება ამერიკის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე, ეს გარდაუვალია. ადრეც გითხარით, შესაძლოა,  ფინანსური სანქციებიც დაუწესონ ქვეყნის არაფორმალურ თუ ფორმალურ მმართველებს.

– ამ ეტაპზე ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ სურს, არაფრის დათმობა არ სურს, ეს ნათლად ჩანს მათ საჯარო გამოსვლებში.

– არაფრის მოცემა არ უნდათ, მაგრამ მოუწევთ ამის გაკეთება, აუცილებლად მოუწევთ. ჯერ კიდევ აფრთხილებენ ხელისუფლებას, ეტყვიან, არ ქნა ასე, ეს არ გააკეთოო. მერე თუ არ გაჩერდნენ და ისევ თავისებურად გააგრძელეს ქვეყნის მართვა, ჯერ წამოარტყამენ, თუ ისევ არ გაჩერდებიან, მერე ყელში წაუჭერენ. ასე ხდება ეს ეტაპობრივად და ამას მარტო ამერიკაზე არ ვამბობ, ევროპაც ამ ჭკუაზეა და ასე მოიქცევა.

– ევროსაბჭოს პრეზიდენტის, მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ისევ ჩამოვიდა საქართველოში და მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კვლავ გაგრძელდება. რა შედეგს მივიღებთ ამ მოლაპარაკებებიდან?

– ვფიქრობ, დანიელსონი ჩამოვიდა თავისი პაკეტით. ჩამოიტანა კონკრეტული რეკომენდაციები და ეტყვის ორივე მხარეს – ა, ბატონო, ეს არის ჩვენი რეკომენდაციები. შეასრულებთ? კარგი ბიჭები იქნებით და დაგიდგებით გვერდში. არ შეასრულებთ და მე ვაჭრობას არ დაგიწყებთო.

ლევან ჯავახიშვილი, „ალია“

თეგები: ვალერი გელბახიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved