ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
,,მეგობრებს” მივმართავ, რომლებიც მწერთ
“რა უნდათ შენგან?”
“ამუშავდა ტროლები?”
“ვაიმე რას გერჩიან?”
შე მამაცხონებულო, დილას რომ ამ მესიჯით იწყებ, თუ ასე გადარდებს უპასუხე და დამიცავი, თუ არადა რას მაღვიძებ ამ ნეგატივით?
ყველამ იცის ჩემიანმაც და არა ჩემიანმაც, რომ დაკიდებაში და იგნორში მსოფლიო ჩემპიონი ვარ?
დამიწნარდით რა…დატკბით ჟუჟუნა წვიმით.
მე სიღნაღში ისეთი წიწმატი მოვიყვანე, თითებს ჩააყოლებთ???”
კომენტარები