• რეკლამა
  • კონტაქტი
22:41, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შავი დღე ელის ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
12:23 05-11-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,321

როცა პრეზიდენტი მოტივირებული შენიშვნების გარეშე ვეტოს წარმოადგენს და ამ კანონს [„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“] მთლიანად დაბლოკავს, ხელისუფლება დემაგოგიას მიმართავს და შეეცდება პრეზიდენტს გადააბრალოს რუსული კანონის პარლამენტის მიერ მიღებული სახით ამოქმედება, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

ის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტელეწამყვანებთან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, კანონში არავითარი ჩასწორებები არ უნდა მოხდეს და ის მთლიანად უნდა გაუქმდეს.

„რა გავიგეთ კობახიძის გუშინდელი პრესკონფერენციიდან? – თურმე, კანონს მესამე მოსმენით მაინც მიიღებენ, მერე პრეზიდენტმა უნდა დაადოს ვეტო, დაწეროს ისეთი შინაარსის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც მოეწონება ბიძინა ივანიშვილს და ამის მერე შეიძლება გაითვალისწინონ ეს შენიშვნები. ამას ეუბნებიან თურმე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც.

როგორც ვხედავთ, მათი ჭკუით, უკან დასახევ გზას იტოვებენ, ოღონდ ეს დახევა კანონში წვრილმანი ცვლილებების შეტანამდე დაჰყავთ ( სათაურის შეცვლა და ასე შემდეგ).

ეს კანონი არის ნაგავი. იგი არ ექვემდებარება არანაირ გაუმჯობესებას. პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, დაადებს ვეტოს, მაგრამ სჯობია ახლავე განაცხადოს, რომ არავითარი შეთავაზება არ იქნება, მასში ცვლილებების შეტანის კუთხით.

როცა პრეზიდენტი ვეტოს წარმოადგენს მოტივირებული შენიშვნების გარეშე და მთლიანად დაბლოკავს ამ კანონს, ხელისუფლება მიმართავს დემაგოგიას და შეეცდება პრეზიდენტს გადააბრალოს რუსული კანონის პარლამენტის მიერ მიღებული სახით ამოქმედება, იტყვის, რომ არ იქნა პრეზიდენტის მიერ ამ კანონის გაუმჯობესების შანსი გამოყენებული. ამიტომ აუცილებელია თავიდანვე იქნას სიცხადე შეტანილი ამ საკითხში – არავითარი ჩასწორებები, ეს კანონი უნდა გაუქმდეს!

შავი დღე ელის ბიძინა ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”. დაუშვეს მიუტევებელი შეცდომა, რაც ქვეყნის ღალატის ტოლფასია შექმნილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით. ამას არ აპატიებს არც ქართველი ხალხი და არ აპატიებენ არც ჩვენი საერთაშორისო მეგობრები, რომელთა პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერით ვარსებობთ როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვიარსებებთ მომავალშიც. “ქართულ ოცნებას” კი მომავალი არა აქვს. მისი ადგილი ისტორიულ სანაგვეზეა“, – განაცხადა გოცირიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved