• რეკლამა
  • კონტაქტი
11:28, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შავ ბაზარზე COVID-19-ის ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხები იყიდება

ალია ავტორი - ალია
17:54 11-15-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

კორონავირუსის პანდემიის გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით საზღვრის გადაკვეთისას დაწესებული რეგულაციების გამკაცრების პარალელურად შავ ბაზარზე COVID-19-ის ტესტის ყალბი უარყოფითი პასუხებით ვაჭრობა დაიწყო. მსგავსი პრეცედენტი ახლახან საფრანგეთში დაფიქსირდა, სადაც პოლიციამ თაღლითობაში ბრალდებული 7 ადამიანი დააკავა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეები 29-დან 52 წლამდე ასაკის 6 კაცი და 1 ქალი არიან, რომლებიც პარიზში მდებარე შარლ დე გოლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებისთვის ყალბი დოკუმენტაციის მიყიდვას 150-300 ევროს სანაცვლოდ ცდილობდნენ. ერთ-ერთი ასეთი გაყალბებული ტესტი, რომელზეც ადგილობრივი სამედიცინო ლაბორატორიის სახელი იყო მითითებული, სექტემბრის თვეში ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებასკენ მიმავალ რეისზე დარეგისტრირებულ პირს აღმოაჩნდა, რამაც პოლიცია ზემოხსენებული დაჯგუფების კვალზე გაიყვანა. თაღლითებს 5 წლამდე პატიმრობა და 375 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.

ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არაა. ამგვარი ფაქტები დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაშიც დაფიქსირდა. ლათინური ამერიკის ამ უდიდეს ქვეყანაში მიმდინარე წლის ოქტომბერში 4 ტურისტი დააკავეს, რომლებმაც ატლანტის ოკეანეში განლაგებულ არქიპელაგ ფერნანდუ დი ნორონიაზე კერძო თვითმფრინავით გამგზავრებისას ცრუ დოკუმენტაცია წარადგინეს. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, იქ კორონავირუსის ტესტის ფალსიფიცირებულ პასუხებს, როგორც ტურისტული სააგენტოების თანამშრომლები, ასევე თავად მოქალაქეები ამზადებენ.

ამგვარმა ტენდენციამ შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების სათანადო აღრიცხვას შეუშალოს ხელი და დაავადების უფრო ფართო გავრცელება განაპირობოს, ეს კი ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი დარტყმა იქნება. ასეთი შედეგის თავიდან ასაცილებლად, სხვადასხვა ქვეყანაში ხელისუფლება თაღლითობის მცდელობების აღსაკვეთად საზღვრის გადაკვეთისას შემოღებული რეგულაციების მეტად გამკაცრებას გეგმავს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved