შატილის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ჩაკეტილია საავტომობილო გზა.
უგზოობის გამო, შატილში ჩასვლას ვერც ტურისტები ახერხებენ.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მეწყერი იქ მიმდინარე საგზაო სამუშაოებმა გამოიწვია.
„ნოემბრის მერე დაკეტილები ვართ, სამანქანო მიმოსვლა არ გვაქვს. ეროზიული პროცესები გამოიწვია გზების გაფართოებამ და ჩვენი ვარაუდით, არასაიმედო და არაპროფესიონალური მუშაობის შედეგია. მოჭრილი მთა, მიწა იყრებოდა მდინარეში და კალაპოტი შევიწროვდა. გზა მალე უნდა გაიხსნას, ამ დროს უკვე ტურისტი უნდა მოსულიყო, მოსახლეობა ტურიზმზე დგას”, – ამბობენ ადგილობრივები.
კომენტარები