• რეკლამა
  • კონტაქტი
03:02, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შატილის ავარიაში სასწაულებრივად გადარჩენილი ხატია დევსურაშვილი: “დაგვეხმარეთ სამართლის ძიებაში!..”

ალია ავტორი - ალია
12:14 11-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
121

შატილის ავარიაში გადარჩენილი ერთ-ერთი გოგონა, ხატია დევსურაშვილი საზოგადოებას წერილით მიმართავს და ტურისტული კომპანიის პასუხისმგებლობის შესახებ საუბრობს.

გთავაზობთ გოგონას სტატუსს:

“მოგესალმებით თრეველერ.ჯის მიერ უპასუხისმგებლოდ დაგეგმილი შატილის ტურის სასწაულებრივად გადარჩენილი მგზავრი! როგორც იცით, 23 აგვისტოს შატილში მოხდა ტრაგედია, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, პირადად ჩემთვის კი ამ დღეს ცხოვრება თავდაყირა დატრიალდა ისევე, როგორც დატრიალდა ის მანქანა, რომელშიც მე და ჩემი და-Mea Devsurashvili ვისხედით.

ამ დღეს, მედეა საბოლოო ტურზე იმყოფებოდა და მოიარა შატილის ულამაზესი ადგილები, შთაბეჭდილებებით დატვირთული ვბრუნდებოდით სახლში, როდესაც ავტოკატასტროფა მოხდა და მედეა გამოემშვიდობა სიცოცხლეს. მე უამრავი სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებებით მიმიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და შალვა ბოლოთაშვილის მიერ განწირული უფლის წყალობით გადავრჩი. ჯგუფში მოვიძიე თრეველერ.ჯის შესახებ გამოთქმული აზრები და იმდენი უარყოფითი მოსაზრება და პრეტენზია წავიკითხე ამ კომპანიის მიმართ, რომ ახლა უკვე აღარ მიკვირს, რაც ჩვენ დაგვემართა, დასანანია რომ სანამ მათ გავყვებოდი ტურზე მანამდე არ ვნახე ეს ინფორმაცია, ხომ გადავრჩებოდით და დღეს ჩემი და ცოცხალი იქნებოდა. მინდა, მოგმართოთ თხოვნით დაგვეხმაროთ სამართალის ძიებაში! უპასუხისმგებლოდ და ადამიანების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენების ფასად დაგეგმილმა ტურმა შეიწირა 17 ადამიანის სიცოცხლე და გაანადგურა ასეულობით მათი ახლობელი. ტურიდან სამი თვის თავზე ჩვენ დაზარალებულის სტატუსიც კი არ გვაქვს მონიჭებული, ავიყვანეთ ადვოკატი რამდენიმე გარდაცვლილის და დაშავებულთა ოჯახებმა და იმედი გვაქვს, რომ დავამტკიცებთ რომ მომხდარი მანქანის გაუმართაობამ გამოიწვია, და თუ ეს დამტკიცდა კომპანია თრეველერ.ჯის ბრალეულობას წაუყენებენ. აქვე მინდა აღვნიშნო რომ ზემოთხსენებულ კომპანიას არ მოუკითხია არც ერთი მისი მგზავრი ამხელა ტრაგედიის შემდეგ არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი, დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ამ კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოიჩინა უკიდურესი არაადამიანობა,მომხდარი ფაქტის უგულებელყოფით, მუშაობას და ცხოვრებას აგრძელებენ ჩვეული რიტმით, თითქოს არაფერი მომხდარიყოს, აგრძელებენ მუშაობას ტრაგედიის მეორე დღიდანვე!!

უმორჩილესად გთხოვთ შემეხმიანეთ ის ადამიანები ვინც ისარგებლეთ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით და მკაფიოდ შენიშნეთ დაუდევრობა და უპასუხისმგებლობა, რამაც თქვენ გამოგიყვანათ წყობილებიდან, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუმტკიცოთ ამ არაადამიანების გროვას, რომ როდესაც პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებენ ნება იბოძონ და ადამიანების სიცოცხლეს მოუფრთხილდნენ, შეუსრულონ მგზავრებს ყველა დანაპირები და შინ მშვიდობით მიიყვანონ! შემეხმიანეთ ისინი, ვინც ბოლომდე მხარში დამიდგებით და ჩემთან ერთად იბრძოლებთ სხვების გადასარჩენად , მადლობას გიხდით წინასწარ”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved