• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, შაბათი, 24 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„შარშან საზოგადოება მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში და წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი“ – დიმიტრი ხუნდაძე

ალია ავტორი - ალია
15:34 04-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

„ხალხის ძალის“ ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საპარლამენტო უმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლა წარვადგინოთ კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ.
შარშან საზოგადოება მოტყუებით გამოიყვანეს ქუჩაში და წაუკითხავად გააპროტესტებინეს კანონი, რომელიც თავად ხალხს აძლევდა მეტის ცოდნის საშუალებას. მაგრამ დღეს ეს ტყუილი აღარ გაჭრის.
ხალხმა იცის ისიც, რომ სიტყვა “რუსული” მხოლოდ მათ მოსატყუებლად გამოიყენა ოპოზიციამ და ახლაც იგივე სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ. ხოლო, კონკრეტულად რა არის რუსული, ამაზე დღემდე ვერაფერს ამბობენ. სწორედ ამიტომ იყო მათი მთავარი მოთხოვნა – არ წავიკითხოთ და ისე გავაპროტესტოთ!
განვმარტავთ კიდევ ერთხელ, რომ კანონი ეხება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციას და მედიას, რომლის შემოსავლის 20% ზე მეტი უცხოეთიდანაა (არ ეხება სპორტულ ფედერაციებს, ასევე არ ეხება ფიზიკურ პირებს – სტუდენტებს, ფერმერებს, უცხოეთიდან ემიგრანტებისგან ინდივიდუალურ ჩარიცხვებს). ორგანიზაციას ექნება ვალდებულება ყოველი წლის იანვარში მოახდინოს წინა წლის შემოსავლების და ხარჯების დეკლარირება იუსტიციის სამინისტროში.
კანონი გამჭვირვალობის შესახებ აუცილებლად იქნება მიღებული და ქართველ ხალხს ეცოდინება, თუ რომელი ქვეყანა რა მიზნით და რამდენს ხარჯავს საქართველოში.
ოპოზიციის იმ ნაწილს, ვინც უცხოურ ფულზეა დამოკიდებული, ეშინია გამჭვირვალობის. ჩვენ კი გვსურს ყველაფერი იყოს ნათელი, რაზეც ევროპაშიც ზრუნავენ. კარგი საქმის მკეთებელს სიმართლის არ უნდა ეშინოდეს და ხალხისთვისაც დასამალი არაფერი არ უნდა ჰქონდეს.“
თეგები: დიმიტრი ხუნდაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს პრაიმ ანაბარის გახსნა უკვე მობაილბანკიდან შეგიძლიათ

15:29 10-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved