• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შარშან ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარ შემოაბრუნებდა” – ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
20:50 04-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
198
,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
„უცხოური ძალის ინტერესების“ კანონთან დაკავშირებით!
1) კანონი არ არის რუსული, ამერიკულია. თუმცა მაშინ აშშ–ში ეს კანონი მიიღეს ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ;
2) შარშან ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ ამ კანონს აღარ შემოაბრუნებდა, პირობის დარღვევა კი ნებისმიერ შემთხვევაში არ არის კარგი;
3) ორგანიზაცია, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება, უმრავლეს შემთხვევაში რა თქმა უნდა ატარებს უცხო ქვეყნის ინტერესებს. ბუნებრივია, საქართველოში მრავალი წელია არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც ეწევიან საბოტაჟს, მიღებული გრანტის ფარგლებში მოქმედებენ სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ;
4) ამავდროულად არსებობს სფეროები (ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, პენიტენცია…) სადაც საზღვარგარეთიდან მიღებული დაფინანსება არ ნიშნავს უცხო ქვეყნის ინტერესების გატარებას, თუმცა ამ კანონით ყველა ორგანიზაცია ერთ თარგზე იჭრება და ბევრი კეთილსინდისიერი ორგანიზაცია აიკრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის იარლიყს;
5) ამ კანონით ფაქტობრივად ბევრი არაფერი იცვლება, ფინანსური გამჭვირვალობა ისედაც მოქმედებს, ხოლო ისრები ვისკენაც არის რეალურად მიმართული, ნებისმიერი იმ არასამთავრობოს საიტზე ისედაც დევს დონორთა სიაც და თანხის ოდენობაც;
6) რეალურად ეს კანონი ხელისუფლების ინტერესს ემსახურება, რადგან ქვეყანაში ტელემედიის ნდობა საზოგადოებაში დაკარგულია, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი გამარგინალებული და დასუსტებულია, დარჩენილია არასამთავრობო სექტორი, რომლის დიდი ნაწილიც მართალია ვერ დაიკვეხნის ჩაუქობითა და ეროვნული საქმიანობით, თუმცა ხელისუფლებისთვის დიდად ხელისშემშლელია, კორუფცია იქნება ეს ნეპოტიზმი თუ სხვა მანკიერების გამოაშკარავება-მხილება. შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკის შემთხვევაში მათ დაერქმევათ დისკრედიტირებული სახელი (ჯაშუში);
7) საქართველოს პარლამენტში მრავლად გვყავს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო სექტორში წლობით მომუშავე პარლამენტარები და ამ კანონის მიღების შემდეგ რა გამოვა, მივიღებთ ყოფილი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლებით (ანუ აგენტებით) გამოტენილ პარლამენტს? თუ ასეა, მათი არც სინანული მოგვისმენია და არც აღსარება…
8.)ქართული ოცნების ხელისუფლებამ 12 წლის მანძილზე სწორედ ამ არასამთავრობო სექტორთან ერთად თანამშრომლობით მიიღო ის მრავალი კანონი, რომელიც ხშირად უპირისპირდებოდა საზოგადოების დიდი ნაწილის ტრადიციული შეხედულებებსა და განწყობებს. ზუსტად მაგ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ სახალხო დამცველის, საზმაუს ბორდის და სხვა მრავალ მნიშვნელოვან თანამდებობებზე.
ფაქტია ახლა ხელისუფლება ცდილობს სრულიად შეცვალოს საკუთარი იდეოლოგია, ასევე აპირებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვისა და გენდერული კვოტირების გაუქმებას, არჩევნების გამოა ეს, თუ ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გავლენაა, მალე გავიგებთ…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved