ევროსაბჭოს ხელმძღვანელი, შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქს დღეს, 19 იანვარს ეწვევა. ის კიევში რამდენიმე შეხვედრის გამართვას აპირებს.
მიშელმა სოციალურ ქსელში მატარებლის ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკვე კიევში მიემგზავრება.
„მე მივდივარ კიევში და დღეს შევხვდები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და დეპუტატებს“, – განაცხადა მიშელმა.
კომენტარები