• რეკლამა
  • კონტაქტი
11:24, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შაქარაშვილს იმიტომ დავედევნეთ, რომ მანქანა არ დაჯახებოდა“ – ვახტანგ ჩიქოვანი

ალია ავტორი - ალია
10:40 10-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
279

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ვახტანგ ჩიქოვანმა ჩვენება მისცა.

პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანმა სასამართლოში ჩვენებისას განაცხადა, რომ “ტოიოტა ქამრის” მგზავრები ხიდზე მიმავალ პირებს, მათ შორის, შაქარაშვილს იმის გამო დაედევნენ, რომ მანქანა არ დაჯახებოდა.

პროკურორი აცხადებს, რომ  ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენება დამაჯერებელი არ იყო და ის სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს.

ამასთან, გუგუტიშვილის განმარტებით, ჩიქოვანის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება, როცა ამბობს, რომ ამირხანაშვილი თბილისში იმის გამო წამოიყვანეს, რომ მას გზის ფული არ ჰქონდა.

“მოწმემ ისაუბრა, როგორ დატოვეს მცხეთის ტერიტორია და როგორ გადაადგილდებოდნენ თბილისისაკენ და როგორ დაბრუნდნენ კვლავ მცხეთაში. ვახტანგ ჩიქოვანმა ისაუბრა მის ავტომობილში მყოფ პიროვნებებთან დაკავშირებით და მოახდინა საკუთარი თავის ჩათვლით ექვსივე პირის იდენტიფიცირება, თუმცა, ვახტანგ ჩიქოვანი აღნიშნული საქმიდან გამოყოფილ სხვა საქმეზე ბრალდებულის სტატუსით სარგებლობს, ის გაფრთხილებული არ იქნა ცრუ ჩვენების მიცემაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, შესაბამისად, მან სასამართლოს ის ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას სურდა. აღსანიშნავია, რომ ძირითად მომენტებზე მოწმე აფიქსირებდა, რომ არ ახსოვდა. არაერთი ზარია ვახტანგ ჩიქოვანის ტელეფონიდან “მერსედესის” მგზავრებთან – ნიკა ჟვანიასთან, ირაკლი მუმლაძესთან და სხვადასხვა პირებთან, მათ შორის, “ქამრიში” მყოფ არჩილ გაგნიძესთან განხორციელებული. მოწმე განმარტავდა, რომ აღნიშნული არ ახსოვს, არჩილ გაგნიძესთან ზარი ახსოვდა, თუმცა, საუბრის შინაარსი არ ახსოვდა.

ვახტანგ ჩიქოვანმა განმარტა, რომ “ქამრიში” მყოფი ყველა პირი გადმოვიდა ავტომობილიდან, თავდაპირველად განაცხადა რომ ქვეითად მყოფ პირებს, მათ შორის შაქარაშვილს დაედევნენ, თუმცა, შემდეგ განმარტა, რომ ეს დადევნება არ იყო. ამ შემთხვევაში მოწმის განმარტება ძალიან კეთილშობილური იყო, მისი თქმით, ქვეითად მიმავალ პირებს ავტომობილი რომ არ დაჯახებოდათ, თურმე, ამ მიზნით მისდევდნენ მათ.

რაც შეეხება გურამ ამირხანაშვილის წამოყვანას, ამ ეპიზოდზეც ბევრი დეტალი არ ახსოვს, თუმცა, განაცხადა, რომ ამირხანაშვილი საკუთარი ნებით წამჰოყვა. მოწმის თქმით, ფინანსური საკითხები გაარკვიეს, რამდენად ჰქონდა საშუალება, რომ ის დამოუკიდებლად წასულიყო, ასევე ტელეფონის საკითხები გაარკვიეს. ამირხანაშვილის ჩვენებით, თანხა მას ნამდვილად ჰქონდა, მან დიდუბეშიც გამოიძახა ტაქსი, სხვას 5 ლარიც ჩაურიცხა, რითაც დასტურდება, რომ გური ამირხანაშვილის ჩვენება სინამდვილეა და შესაბამისობაში მოდის საქმის დეტალებთან. მოწმემ განმარტა, რომ ამირხანაშვილს მეგობრების მოძებნა შესთავაზეს, თუმცა, უარი მიიღეს”, – აცხადებს გუგუტიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved