ნაციონალური მოძრაობის წევრი ნონა მამულაშვილი ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციასაც კი დაბადების დღეზე უანონსებს საკუთარ წინამძღოლს.
რაგბი საქართველოში სავარაუდოდ ყველას უყვარს. საქართველოს მერე, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი გუნდი არის ახალი ზელანდიის ALL BLACKS. მათ საკულტო ცეკვა აქვთ, “ჰაკა”, სანამ თამაშს დაიწყებენ. ამ ცეკვის დროს გამოჰყავთ ხოლმე წინ რამდენიმე მოთამაშე, რომელიც თვალების დაქაჩვით ცდილობს, რომ შეაშინოს მოწინააღმდეგე, მომავალში სკამზე სხედან ხოლმე, არ თამაშობენ. ამიტომ ამისთანა ადამიანების წინ წამოწევით და თვალების დაქაჩვით ვერ შეაშინებს პროცესს. ჩვენ მოგვიწევს, ეს პროცესი გავაგრძელოთ, რამდენი სისულელეც არ უნდა ილაპარაკოს შალვა პაპუაშვილმა. თვალების ჩამქაჩავი არის.
კომენტარები