• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა

ალია ავტორი - ალია
12:24 09-26-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202

გუშინ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ახალ წევრს, რომლის მიმართაც გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის პირდაპირ თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის ბოლოდროინდელ ქმედებებს და განცხადებებს, მიჭირს იმის თქმა, რა უფრო უარესია, ქმედებები პრეზიდენტის, თუ ამისი გამართლების მცდელობა. ერთი მეორეზე უარესია და სამწუხაროა ეს მდგომარეობა. ასე პირდაპირ თავდასხმა ეროვნულ ბანკზე. ჩვენ გუშინ ვნახეთ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ეხებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ახალ წევრს, რომლის მიმართაც გარკვეული აგდებული სახის დამოკიდებულება ჩანდა პრეზიდენტის მხრიდან. ეს არის პირდაპირ თავდასხმა ეროვნული ბანკის საბჭოს მოქმედ წევრებზე. აქ უკვე აღარც კონსტიტუციური ჩარჩოები მოქმედებს როგორც ჩანს პრეზიდენტისთვის, და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც ადამიანური. რაც ჩვენ ვნახეთ განცხადების სახით, ის ცდილობდა გამართლებას თავისი ქმედებისა, რომ იყენებდა ორ ადამიანს, რათა პარლამენტისთვის რაღაც დაემტკიცებინა, ეს არის ჩვეულებრივი ღირსების შემლახავი დამოკიდებულება სხვების მიმართ. პრეზიდენტი არ ერიდება იმის თქმას, რომ სხვა ადამიანებს იყენებს კონსტიტუციური ბრძოლებისთვის. ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო, ეროვნული ბანკი გახლავთ პარლამენტთან ანგარიშვალდებული კონსტიტუციური ორგანო, ამიტომ პარლამენტის ვალდებულებაც არის, რომ როდესაც ხდება მასზე თავდასხმა, ამაზე გვქონდეს რეაგირება. მოვუწოდებ პრეზიდენტს, შეწყვიტოს ეროვნულ ბანკზე თავდასხმა და მასზე გავლენის მოხდენის მცდელობა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved