• რეკლამა
  • კონტაქტი
23:49, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – არ შეესაბამება სიმართლეს, საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის, ამიტომ ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ელჩის განცხადება

ალია ავტორი - ალია
12:09 07-12-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
598

არ შეესაბამება სიმართლეს – არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს განცხადება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის განცხადებას.

მისი თქმით, გაღიზიანებული რეაქციები, რასაც პარტნიორების მხრიდან ხედავენ, არ შეესაბამება ევროპული ღირებულების შესაბამის რეაქციებს.

„არ შეესაბამება სიმართლეს. საფრანგეთის ბიუჯეტიდან საქართველოს ბიუჯეტში არანაირი თანხა არ შედის. არანაირი პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება საფრანგეთიდან არ არსებობს. ამიტომ, ცოტა გაუგებარია, რას ეხებოდა ეს [განცხადება]. საბიუჯეტო დახმარება არის სპეციფიკური ფინანსური დახმარების ინსტრუმენტი, რომლის ქვეშაც საბიუჯეტო დახმარება იგულისხმება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილმა შეაფასა ზოგადად, ევროპელი ელჩების ბოლოდროინდელი განცხადებები და აღნიშნა, რომ სამწუხაროა და მას ჰქონდა მოლოდინი, რომ მათგან მოისმენდა დაპირებას, რომ მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა იქნება გამჭვირვალე.

„რაც შეეხება კომენტარებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენ, სამწუხაროა. მოლოდინი მქონდა, რომ ევროპელი ელჩებისგან მოვისმენდი დაპირებას, რომ მათი ქვეყნიდან შემოსული თანხა გამჭვირვალე იქნება და ქართველ ხალხს ეტყვიან, ვის, რისთვის და რამდენს აძლევენ ამ ფულს. ნაცვლად ამისა, რაღაც გაბრაზებული კომენტარები გვესმის, არ ვიცი ზოგიერთ დიპლომატს ემოციებში რატომ გადასდის, მაგრამ ისეთი კომენტარები გვესმის, რაც არ მგონია რომ სერიოზული აღქმა იყოს იმ გამოწვევისა, რომლის წინაშეც ქართული საზოგადოება დგას.

ქართველებმა მკაფიოდ თქვეს, რომ მათი სურვილია, იცოდნენ მეტი იმის შესახებ თუ რა ფული შემოდის, სად მიდის და რაში იხარჯება. ჩვენ ამის საპასუხოდ ვხედავთ გაღიზიანებულ რეაქციებს, რაც, რა თქმა უნდა, არ არის ევროპის ღირებულებების შესაბამისი რეაქცია. ამიტომ, მე ერთადერთი მოწოდება მაქვს, ყველა დაუბრუნდეს იმ ჩვენ საერთო ღირებულებებს, რომელსაც ვიზიარებთ – გამჭვირვალობის, საჯაროობის და ურთიერთპატივისცემის ღირებულებებს. დაუბრუნდნენ მათ და ამ ღირებულებებით იმოქმედონ გამჭვირვალედ ქართველი ხალხის წინაშე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ განაცხადა, რომ 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა იყო დე ფაქტო შეჩერებული, რაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შედეგია.

მისივე განმარტებით, ამ მიზეზით, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დროებით შეაჩერონ დახმარება საქართველოს ბიუჯეტში და დახმარება სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას გაუძლიერონ.

„საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, შეატრიალოს კურსი იმისათვის, რომ დავუბრუნდეთ იმას, რისი გაკეთებაც გვინდა, ესე იგი გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მის ევროპულ გზაზე, ყველა სფეროში“, – განაცხადა შერაზ გასრიმ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved