• რეკლამა
  • კონტაქტი
06:39, ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შალვა ნათელაშვილის ღია წერილი დონალდ ტრამპს

ალია ავტორი - ალია
19:06 06-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ღია წერილს უგზავნის:

საქართველოს ლეიბორისტული პარტიის მიმართვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, დონალდ ტრამპს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ყველა წევრს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს
ამერიკის წამყვან მასმედიას და სტრატეგიული კვლევის ცენტრებს

ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ამერიკელო მეგობრებო,

მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ იცის, რომ პრორუსულმა, ტერორისტულმა დიქტატურამ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით, უკვე 14 წელია, მძევლად აიყვანა საქართველო, მოწყვიტა ქვეყანა ატლანტიკურ ცივილიზაციას და დააბრუნა მოსკოვის, თეირანისა და პეკინის პოლიტიკურ ორბიტაზე. რეჟიმმა თბილისი ანტიამერიკული პროპაგანდის მსოფლიო ცენტრადაც კი გადააქცია. შეჩერდა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მოქმედებაც. ამ პერიოდში არ შეწყვეტილა ჩვენი ხალხის ბრძოლა რუსული ტირანიის წინააღმდეგ, რის გამოც ახლაც გრძელდება უსასტიკესი, მასობრივი პოლიტიკური რეპრესიები.

ქართველი ხალხი ელოდა, რომ თქვენი გაპრეზიდენტება, ბატონო ტრამპ, დააჩქარებდა ამ საშინელი ჯოჯოხეთის დასრულებას, მაგრამ ვხედავთ საპირისპირო, შოკისმომგვრელ შედეგებს. უკვე დაწყებულია თქვენი ადმინისტრაციის მეგობრული კონსულტაციები რუსი დიქტატორის რეჟიმთან; გაისმის პირდაპირი მოწოდებები ოპოზიციის მხრიდან რუსულ დიქტატურასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე. პარალელურად, თქვენი ადმინისტრაციის პირობებში შეჩერდა 2024 წელს ვაშინგტონში დაწყებული ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი კლანის დასანქცირების პროცესი. უფრო მეტიც, სენატში გაიყინა „მეგობარი აქტის“ საბოლოოდ მიღების პროცედურები, არადა, სწორედ ეს დოკუმენტი წარმოადგენდა ჩვენი განთავისუფლების ქარტიას პუტინისტური რეჟიმისგან. აუხსნელია ისიც, რომ თქვენ საქართველოში მიმდინარე ტრაგედიაზე დღემდე ერთი განცხადებაც კი არ გაგიკეთებიათ.

ქართველი ხალხისთვის სრულ კატასტროფას წარმოადგენს სიახლე, რომ რუსმა დიქტატორმა ოლიგარქმა — ამერიკისგან ოფიციალურად დასანქცირებულმა ივანიშვილმა — თავისი ფონდების მეშვეობით ახლახან კონტრაქტი გააფორმა თქვენს საოჯახო კომპანია „TRUMP ORGANIZATION“-თან, მის მიერვე მიტაცებულ თბილისის იპოდრომზე „ტრამპ თაუერის“ მშენებლობის შესახებ. ყველაფერთან ერთად, ამან რეჟიმს მისცა იმის მტკიცების საშუალება, რომ ამერიკის პრეზიდენტის ოჯახზე პირდაპირი ფინანსური გზა გაჭრეს.

ბატონო პრეზიდენტო, აღსანიშნავია, რომ თქვენი პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც, თქვენი მაშინდელი ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერით, რუსი დიქტატორ-ოლიგარქის რეჟიმი გადაურჩა ჩამოშლას და დაიკანონა გაყალბებული არჩევნებიც კი. ჩვენ არც ის დაგვიწყებია, რომ 2012 წელს რუსი ოლიგარქი პროამერიკული ლოზუნგებით მოვიდა ხელისუფლებაში — ასევე პროამერიკული პოლიტიკური ძალების, არასამთავრობოებისა და მაშინდელი ვაშინგტონის ადმინისტრაციის ღია მხარდაჭერით. სასურველია, ვაშინგტონში მათ, ვისაც ეს ეხება, კარგად ახსოვდეთ, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან არაერთი აგრესიისა და ოკუპაციის მსხვერპლი სწორედ ამერიკასთან სტრატეგიული მოკავშირეობის გამო გახდა. იმედია, ამ პროპუტინისტური რეჟიმის თქვენგან მხარდაჭერით წყალში არ ჩაეყრება ჩვენი ხალხის მიერ გაღებული ეს უდიდესი მსხვერპლი.

ჩვენ არ ვითხოვთ თქვენგან მილიარდებს, იარაღს ან ომში მონაწილეობას. ქართველი ხალხი თქვენგან მოელის მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რუსი დიქტატორისა და მისი რეჟიმის ბოლომდე დასანქცირებას, მასზე სისხლის სამართლის წესით საერთაშორისო დევნის დაწყებას, რაც უნდა დაგვირგვინდეს ახალი, დემოკრატიული არჩევნებითა და საქართველოს დაბრუნებით ევროატლანტიკურ ცივილიზაციაში. იმედია, ჩვენს საერთო ღირებულებებს არავინ გაცვლის რამდენიმე კილომეტრიან ავტომაგისტრალში.

ყველა სხვა შემთხვევაში, არა მარტო თავისუფალი საქართველო გაქრება მსოფლიო რუკიდან, არამედ ამერიკაც სამუდამოდ დაკარგავს სტრატეგიულ მოკავშირეს ევრაზიის ცენტრში და კავკასიაში გეოპოლიტიკური კონტროლის ფუნქციას დაუთმობს მოსკოვს, პეკინს, თეირანსა და მსგავსი ტოტალიტარული სისტემის სხვა ბოროტებებს.

გვინდა გისურვოთ უდიდესი წარმატებები დიდი ამერიკის მშენებლობაში.

პატივისცემით,
პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი

თეგები: დონალდ ტრამპიშალვა ნათელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება
ახალი ამბები

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

16:45 10-26-2026
სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved