• რეკლამა
  • კონტაქტი
15:36, პარასკევი, 20 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ

ალია ავტორი - ალია
11:13 06-27-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
375

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულ ადამიანებს პენსიაზე გასვლა ხუთი წლით ადრე შეეძლებათ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სახელმწიფო პენსიაზე უფლება წარმოეშობათ – 60 წლის ასაკის მიღწევისას, თუ აქვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში 25 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

ასევე ცვლილებებით, ქალებს პენსიაზე უფლება წარმოეშობათ 55 წლის ასაკიდან, თუ აქვთ ბოლო 20 წლის განმავლობაში 20 წლიანი შრომის უწყვეტი სტაჟი, მათ შორის, ამ პუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი.

„მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი ობიექტები (შახტები და მაღაროები, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) საჭიროებს ფიზიკურ შრომას და დიდ ადამიანურ რესურსებს, რადგანაც აღნიშნული სამუშაოები წარმოების მეთოდით საკმაოდ შრომატევადი და საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, მნიშვნელოვანია ახალი კონსტრუქციული და თანაზომიერი ჩარჩოებით სახელმწიფომ მოაწესრიგოს აღნიშნულ სამუშაოებზე საპენსიო ასაკით მოსარგებლე ფიზიკური პირების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. მიმდინარე სამუშაოებზე ჩამოყალიბებულია რამდენიმე საფრთხის შემცველი წარმოება, მაგ: მეთანისა და სხვა აირების წარმოება, მუშაობა: შემოსაზღვრულ სივრცეებში, სიმაღლეზე რთული საყრდენების პირობებში, მასალებთან, რომლის ტრანსპორტირებაც და დამუშავებაც ძირითად შემთხვევებში ხელით ხორციელდება, წმენდითი სანგრევების აფეთქებით, ბუნებრივი აირის წარმოშობით და ა.შ. ყოველივე სამუშაო გულისხმობს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესაძლო მოსპობისა და დაზიანების რისკების მაღალ ალბათობას. სწორედ ამიტომ პრობლემურია ის საკითხი, რომ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ მიწისქვეშა მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან ობიექტებზე (შახტებსა და მაღაროებში, რომელიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის) დასაქმებული პირების სტანდარტული საპენსიო ასაკი შეუსაბამოა სამსახურებრივ ვალდებულებებთან, საქმიანობასთან და არსებულ შრომის პირობებთან”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved