წალენჯიხის მერის მოადგილე, ისტორიკოსი, თამარ ბელქანია:
სეზონურ სამუშაოს, სამეგრელოში ქალები მალავენ. არა იმიტომ რომ ვინმეს თხილის გაფერთხვა-მოგროვება-გასუფთავება ეუხერხულება.არა. აქ საქმეს არც არავინ წუნობს და არცაა ასარჩევად. არის აგვისტო-ოქტომბერი და კონკურენციაც დიდია. ანაზღაურებაც დღეში 60-70ლ უკვე ტარიფია.ქალები დღე და ღამე მუშაობენ რომ ოჯახი არჩინონ. საქმე ისაა, რომ როგორც კი მათ ანგარიშზე თუნდაც ერთი დღის ნამუშევარი დაირიცხება მათ სახელმწიფო ე.წ სოციალურ დახმარებას 300 ლარს მომენტალურად უჩერებს. შესაბამისად ქალები ანაზღაურებას ქეშად იღებენ. თუმცაღა ზოგი ქარხანა ქეშს და შავ ბუღალტერიას ერიდება და ამ დროს ქალიც იძულებულია სხვის ანგარიშზე დაარიცხინოს დამსაქმებელს ხელფასი.ხოლო, ეს “სოციალური დახმარება” რამისაახელბორკილად იქცეს.ამ ე.წ დახმარების მეორე მხარეა, რომ სახელმწიფო ფიქრობ, რომ 300 ლ არის საარსებო მინიმუმი, და ნებისმიერი მცდელობა ადამიანის სიდუხჭირეს დააღწიოს თავი ფიზიკური თუ გონებრივი შრომით იქვე პრევენციული პროგრამა მისთვის იხურება. მოკლედ რომ გითხრათ, სოციალური პოლიტიკა ხელისუფლების არის კაბალური, არაადეკვატური და არაპროპორციული სამომხმარებლო კალათის. ამის ფონზე კი მარტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოციალურ დახმარებაზე რეგისტრირებული 2000კაცია და აქედან 1500 დასაქმებული მერიასა და მის შესაბამის უწყებებში რეალურად მხოლოდ ამ პროგრამით სახელმწიფო მარტო წალენჯიხაში 450 ,000 ლარს ხარჯავს. ახლა ეს გადაიყვანეთ 64 მუნიციპალიტეტის მაგალითზე და მიიღებთ იმ კოლოსალური თანხას, რომელსაც რეალურად წყალში ყრის.გასაგებია, რომ ეს სხვა ქვეყნების მოდელია, თუმცაღა მაგ. შვედეთში 800-900 ევროა, რაც მათი ეკონომიკისთვის ასე თუ ისე ადეკვატურია. ხოლო აქ 300 ლ უბრალოდ განაჩენია.შესაბამისად ხელისუფლების ე.წ სოციალური პროგრამა, რომელიც რეალურად არ მუშაობს შესაცვლელია. მას გააჩნია უფრო მეტი უარყოფითი მხარე ვიდრე დადებითი.დღეს რეგიონებში, ადამიანებს სხვა ტიპის დახმარება ესაჭიროებათ და არა ის რაც მათ ზღუდავს და კანონის დარღვევის ფორმებზე აფიქრებს.სამეგრელო უმდიდრესი რეგიონია, მარტო მოცვი სეზონზე ორჯერ მოდის. ჟოლო- მარწყვი. ისტორიულად მარტო წალენჯიხაში 40 ათასი ტონა უმაღლესი ხარისხის ჩაი იწარმოებოდა, რითაც სწორედ წალენჯიხა იყო უმდიდრესი! ( დღეს კი მთელს საქართველოში 10 ათას ტონაზე ნაკლები იწარმოება) არის თხილი, დაფნა, ციტრუსი, არაჩვეულებრივი თაფლი, ყურძენი, ყველის ნაირსახეობა დაწყებული თხის, კამეჩის, ძროხის, უმდიდრესი ჩირეული, გამორჩეული საწებლები, აჯიკა, ხილის პიკანტური არაყი…ტურიზმის დივიდენტი ნულია.ენგურჰესიდან (ენერგორესურსები) ადგილობრივ ბიუჯეტში მიზერი.და ეს რეგიონი სიღარიბის ზღვარს მიღმაა! უდიდესი პოტენციის მქონე.მოსახლეობის 47 % სოციალურად დაუცველია. რეალურად ყოველ მეორე ადამიანზეა საუბარი!როგორ უნდა დაალაგო ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა რომ ამ მოცემულობით ეს შედეგი მიიღო! ნოყიერი მიწა, ტენიანი ჰავა, სასმელი წყალი, ზღვა, მთა და მათხოვარი სხვისი შემყურე ქვეყანა.აი, ესაა ჩვენი რეალობა.და თუ ჯანმრთელობაც არ გიწყობთ ხელს რეალურად განწირული ხართ.ეს სისტემა უნდა შეიცვალოს!ჩვენ გვაქვს ბუნებრივი და ადამიანური რესურსი იმისათვის ვიყოთ სოფლის მეურნეობის საკითხში თვითკმარი ქვეყანა!მაგრამ ხელისუფლება მხოლოდ თბილისს და საზღვაო ქალაქებს ხედავს. სოფელი მისთვის სხვისი ბოსტანია

კომენტარები