• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სევდიანი პოსტი გამომივა, ვგრძნობ… – რას წერს ეკა ბესელია

ალია ავტორი - ალია
18:06 04-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

„9 აპრილის გუშინდელ მოვლენებს ვუყურებდი დღის ბოლოს და დავინახე, რომ ამდენი წლის, ამდენი განსაცდელის და ამდენი შეცდომის შემდეგ ისევ იქ ვართ. ისევ იმ მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ. ისევ ვიღაც საკუთარ სურვილებს არგებს ადამიანების ხშირად გულწრფელ, მაგრამ გაუცნობიერებელ ემოციებს“,- ასე ეხმაურება ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გუშინდელ მოვლენებს.

როგორც ეკა ბესელია ამბობს, გუშინ, 9 აპრილს საქართველო ისევ ორად იყო გაყოფილი.

„სევდიანი პოსტი გამომივა ვგრძნობ, მაგრამ ეს ის ემოციაა, რითიც 10 აპრილს შევხვდი. ისევ ორად გაყოფილი საქართველო. სხვადასხვა ლოკაციის ძებნა საკუთარი ძალების დემონსტრირება და რაოდენობრივი უპირატესობით თავმოწონება. სიძულვილის ენა. სამართლიანობის იდეის დაცვა უსამართლობის გამართლებით.

ვუყურებდი ბევრ ჩემთვის ძვირფას ადამიანს, რომელთან ერთად მიბრძოლია წლები, ვმდგარვარ თვეები ქუჩაში, სიცივეში, ტყვიებში, მოქნეული ხელჯოხისა და ქვის ქვეშ, მიბრძოლია მათთვის და ვხედავდი მათი გულწრფელი ემოციის გამოყენებას როგორ ცდილობდა ისევ „ვიღაც“. ეს ხომ უკვე ვნახეთ. ბევრჯერ ვნახეთ როგორ მოგვატყუეს, გვიღალატეს. საკუთარ თავსაც უღალატეს. ნუთუ ვერაფერი ვისწავლეთ ამდენი რამის შემდეგ. ნუთუ…

იმ წარსულთან ბრძოლა არ უნდა გაბრმავებდეს აწმყოში არსებულ უსამართლობას როცა ხედავ. არ არსებობს მეტი და ნაკლები ბოროტება. ან იღებ ან არა.

„ჩემიანისთვის“ დასაშვებია როცა მცდარ ნაბიჯს დგამს და წარსულში არ ეპატიება „ვიღაცას“ – ეს ფსიქოლოგია გაქცევს უსამართლობის მონაწილედ. და უმოქმედობაც – დანაშაულის დროს თანამონაწილედ გხდის და კანონი ასეთებსაც სჯის.

ეს კანონი კი დღეს იგივე ჯალათების ხელშია! აი ამის დანახვა არ გინდათ მათ, ვინც დღეს ამართლებთ არსებულ სისტემას! წარსულსა და აწმყოში წყალგამყოფების ძებნა საკუთარ კომფორტზე არ უნდა გადიოდეს!

გუშინ, დღეს და ხვალ ერთნაირად როდესაც არ მივიღებთ უსამართლო ქცევას – აი მაშინ გავმთლიანდებით იმ ერთ დიდ მიზანში, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილი შექმნა“,- წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved