ამ წუთებში პანიკაა სევასტოპოლში: ქალაქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაფრინავენ, “როიტერი” მინიმუმ, ოთხი მძლავრი აფეთქების შესახებ იტყობინება ბელბეკის აეროდრომზე, სადაც რუსული სამხედრო თვითმფრინავების ავიაბაზა იყო განთავსებული.
ცნობილია, რომ აეროდრომზე დიდი რაოდენობით რუსული გამანადგურებელი ავიაციაა განლაგებული. ადგილზე დაბომბვის საწინააღმდეგო სირენებიც გააქტიურდა.
სევასტოპოლის გუბერნატორის განცხადებით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩამოაგდეს.
პარალელურად, მინიმუმ ორ ადგილას მძვინვარებს ხანძარი უკრაინა-რუსეთის საზღვართან მყოფ რუსულ ქალაქ ბელგოროდში: რამდენიმე საათის წინ მძლავრი აფეთქებ იყო საბრძოლო მასალების საწყობში, ახლახან კი სტარი ოსკოლში ერთ-ერთი საწყობი იწვის.
კომენტარები