• რეკლამა
  • კონტაქტი
09:26, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სერგო შუბითიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
18:54 06-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
662

პროკურატურამ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სერგო შუბითიძე დააკავა. ინფორმაცია უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2023 წლის 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებიდან თითქმის 3 წლის შემდეგ, დაკავებულმა ერთ-ერთ ტელეკომპანიას ინტერვიუ მისცა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებული გარკვეული გარემოებების შესახებ.

ინტერვიუს მიმდინარეობის დროს გაცხადებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაიწყო გამოძიება. პროკურატურის ინფორმაციით,
სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას ბრალდებულმა, ტელეკომპანიისთვის მიწოდებული ინფორმაცია გაიმეორა, რაც არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას.
ინტერვიუს მიმდინარეობისას, ისევე როგორც სასამართლოში დაკითხვის დროს, შუბითიძემ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის აღმოჩენის შემდგომ, საქმეზე გამოძიება უშუალოდ მან დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2020 წლის 19 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონულ სამმართველოში. მოცემული მომენტისთვის ბრალდებული პოლიციის ამ განყოფილებაში საერთოდ არ მუშაობდა და სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადგენილია, რომ გამოძიება დაიწყო არა ბრალდებულმა, არამედ გამომძიებელმა ჯიმშერ აფციაურმა. გავრცელებულ განცხადებაში, პროკურატურა სხვა დეტალებსა და შეუსაბამობაზეც საუბრობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved