სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, პატრიარქი ირინეუსი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც Reuters-ი წერს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ გიცნობდით. ისეთი დიდი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, არასდროს ეძლევიან დავიწყებას,“- წერს სერბეთის ლიდერი Instagram-ის გვერდზე.
90 წლის პატრიარქი ინფექციურ კლინიკაში 4 ნოემბერს გადაიყვანეს. 15 ნოემბერს მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა.
კომენტარები