• რეკლამა
  • კონტაქტი
03:18, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

ალია ავტორი - ალია
12:11 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს ონლაინ-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და პროკურატურის თანამშრომლები, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ნატალია ვუტოვა, საერთაშორისო ექსპერტი კაროლინ ედგერტონი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელო გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის – „თანასწორობა ახლა“ (Equality Now) მხარდაჭერით შემუშავდა, რომელიც უფლებებზე დაფუძნებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს. სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს და ადგილობრივ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შემუშავებულ ტექნიკებს და მეთოდოლოგიას მოიცავს, რომლის ავტორები და და კონტრიბუტორები – საერთაშორისო ექსპერტი კაროლინ ედგერტონი, Equality Now ევრაზიის რეგიონული წარმომადგენელი თამარ დეკანოსიძე, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბარბაქაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლონდა ბიჭიკაშვილი და ექსპერტი გოგა ხატიაშვილი არიან.

სახელმძღვანელო გამომძიებლების, პროკურორების და მოსამართლეებისთვის არის განკუთვნილი, სადაც ყურადღება ეთმობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სექსუალური ძალადობის განმარტება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სქესობრივი დანაშაულების შემადგენლობების მიმოხილვა, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სასამართლო განხილვის სტანდარტები, გამოძიების პროცესში გენდერული მოტივის გამოკვეთის საკითხები და მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, მოსამართლის როლი მართლმსაჯულების პროცესში, მტკიცებულებათა სტანდარტი და სხვა.

სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, რომლებმაც წიგნის ადგილობრივ კონტექსტზე მორგებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

სახელმძღვანელო პროკურორებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც მათ საპროკურორო საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელებაში დაეხმარება. წიგნი ასევე განგრძობადი განათლების ფარგლებში, სპეციალიზებულ პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იქნება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა გაეროს ქალთა ორგანიზაციას, ევროპის საბჭოს, ,,თანასწორობა ახლას“ და სახელმძღვანელოს ავტორებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წელს, ევროპის საბჭოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოში ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პროკურატურაში, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაცია განხორციელდა. „სქესობრივ დანაშაულებზე სპეციალიზაციის შემოღება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მართლმსაჯულების პროცესში მსხვერპლის უფლებების დაცვის სტანდარტების გაზრდის და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანად განხორციელების თვალსაზრისით“ – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ.

როგორც ნათია მერებაშვილმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ სახელმძღვანელო გამომძიებლების, პროკურორებისა და მოსამართლეების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს და მკვეთრად გაზრდის სქესობრივ დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხს.

საქართველოს პროკურატურისთვის ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით კი, ისეთი მძიმე დანაშაულის წინააღმდეგ, როგორიც არის სქესობრივი დანაშაულები, კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით, საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვან პარტნიორებს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და ევროპის საბჭო წარმოადგენენ, რომელთა მუდმივი ხელშეწყობით, საქართველოს პროკურატურის შესაძლებლობების გაძლიერება და უწყებებს შორის კოორდინირებული საქმიანობის მხარდაჭერა ხორციელდება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved