„როცა ამ არჩევნებს ვაკვირდებოდით, ჩვენ აღფრთოვანებულნი და ოპტიმიზმით განწყობილნი ვიყავით. ჩვენ, არჩევნების მეორე დღეს, ორივე პარტიის ლიდერებს შევხვდით და მათთან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. კიდევ ერთხელ, მე ეს მახარებდა. თუმცა, ამის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული, როდესაც გამიჩნდა ეჭვები პოლიტიკური დაკავებების გამო. ეს არაა დემოკრატიის ნიშანი. შემდეგ ვითარება ხან ასე იცვლებოდა, ხან ისე“, – ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შესაძლოა ნებისმიერმა მთავრობამ გადააჭარბოს ძალაუფლებას, მაგრამ ეს არასწორია.
„ვფიქრობ, ქვეყანა ახლა კიდევ ერთხელ დადგა სირთულის წინაშე. ორივე, მე და სენატორ შაჰინის ნაცვლადაც ვიტყვი, – ჩვენ აქ დასახმარებლად ვართ და არა დასაგმობად. ჩვენ მეგობრები ვართ. ამერიკელი ხალხი მეგობარია. ჩვენ ძალიან გვინდა დემოკრატიის გზაზე საქართველოს წარმატება ვიხილოთ. დემოკრატია ადვილი არაა. დემოკრატიაში, ისევე როგორც ნებისმიერი მთავრობის დროს, მთავრობამ შესაძლოა გადააჭარბოს ძალაუფლებას. თუმცა ის, რომ მათ ეს შეუძლიათ არ ნიშნავს, რომ ასე უნდა მოიქცნენ“, – განაცხადა ჯიმ რიშიმ.
როგორც სენატორმა აღნიშნა, თუ მხარეებს საერთო მიზანი და კეთილსინდისიერება ამოძრავებთ, კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.
„კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს საქართველოს და მსოფლიოს ინტერესშია…
მათ უკან უნდა გადადგან ნაბიჯი, ჩაისუნთქონ და დადონ პირობა საკუთარ თავთან, რომ სურთ ეს გამოვიდეს და ამისთვის მოუწევთ დათმონ და კომპრომისზე წავიდნენ. ვფიქრობ ამის გაკეთებაა საჭირო. თუმცა, ჩვენი მხრიდან არაა სწორი ამა თუ იმ საკითხზე ჩავერიოთ გარედან. ეს მომლაპარაკებლების საქმეა“, – განმარტა რიშიმ.
კომენტარები