• რეკლამა
  • კონტაქტი
22:03, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

ალია ავტორი - ალია
10:39 08-09-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
432

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის უფროსი წევრი და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოში ვიზიტს აპირებს.

ცნობილია, რომ სენატორი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან და სხვა აქტორებთან, უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომლის დამტკიცებაც მან დაგმო.

შეხვედრები ასევე შეეხება აშშ-ის ნაბიჯს – შეაჩეროს ორმხრივი დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, რომელსაც სენატორი შაჰინი მხარს უჭერს. მაისში შაჰინმა წარადგინა ორპარტიული “ქართველი ხალხის აქტი”, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღებისთვის.

“როგორც საქართველოს დიდი ხნის მხარდამჭერმა, გამოვხატე შეშფოთება ქვეყანაში მომხდარი სწრაფი პოლიტიკური ცვლილებების გამო, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს… ამ მოგზაურობის დროს მოუთმენლად ველი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რათა მათდამი გავაკეთო მოწოდებები იმ ქმედებებისკენ, რომლებიც დააბრუნებს საქართველოს ევროკავშირისა და NATO-ს წევრობის გზაზე. შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ევროატლანტიკური მომავლისკენ სვლაში”, – თქვა სენატორმა.

“კონგრესის დელეგაციის ვიზიტისას, სენატორი შაჰინი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და თავდაცვის მინისტრს, ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ეწვევა USAID-ის ორ პროექტს, იძულებით გადაადგილებულ პირებთან და ბავშვებთან შესახვედრად.

სენატორ შაჰინს პირველი ვიზიტი საქართველოში 2012 წელს ჰქონდა, როდესაც ის აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროს წევრთან, სენატორ ჯიმ რიშთან ერთად, მიმდინარე არჩევნებს, დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა.

გასულ თვეში შაჰინმა და რიშმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც მიესალმნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებას საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ, მას შემდეგ რაც მიღებულ იქნა უცხოური აგენტების შესახებ კანონი. მაისში სენატორებმა შაჰინმა, რიშმა, კარდინმა, რიკეტსმა, კუნსმა და გრეჰემმა შემოიღეს ორპარტიული კანონმდებლობა, რათა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე და უცხოური აგენტების შესახებ კანონის დამტკიცებისთვის. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომელიც უმრავლესობით მხარს უჭერს უფრო დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ მომავალს.

მაისში შაჰინმა და რიშმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც დაგმეს უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება. საქართველოს პარლამენტში კენჭისყრამდე, სენატორებმა საქართველოს პრემიერმინისტრს ორპარტიული წერილი გაუგზავნეს და მთავრობას კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდეს. შაჰინმა ისაუბრა ქართული ოცნების მიერ შემოღებულ, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პირველი ინიცირების წინააღმდეგაც და აღნიშნა, რომ ის რუსეთში მიღებულ კანონებს წააგავს. 2021 წლის ივნისში შაჰინი ხელმძღვანელობდა დეპუტატთა ორპარტიულ ჯგუფს აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში.

გასულ წელს შაჰინი, სენატორ დურბინთან ერთად საქართველოსა და რუმინეთში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა სახელმწიფოს მეთაურებს, საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა განეხილათ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები, ასევე შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა.

2021 წლის მარტში შაჰინმა გამართა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ქვეკომიტეტის მოსმენა საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების შესახებ და მანამდე წარადგინა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებდა აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს პროდემოკრატიული მომავლის მიმართ. სენატორი შაჰინი ასევე წარმატებით ხელმძღვანელობდა ორპარტიულ კანონმდებლობას სენატში, რათა განესაზღვრა აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ”, – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved