სენაკში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე. წ. „ნატოჩაოს უბანში“ ერთ-ერთ შენობას გაუჩნდა. 70 წლამდე მამაკაცმა, რომელიც აღნიშნულ შენობაში დარაჯად მუშაობდა, გამოსვლა ვერ მოასწრო.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.














კომენტარები