მკვლელობა სენაკში. არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცს ყელი აქვს გამოჭრილი. ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა საკუთარი სახლის ეზოში დედამ იპოვა.
ტვ პირველი ინფორმაციით, სამართალდამცველები ამ მომენტისათვის განიხილავენ ორი ვერსიას, მკვლელობის და თვითმკვლელობის.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით დაიწყო.
კომენტარები