• რეკლამა
  • კონტაქტი
02:32, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკში, ქ. რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:08 01-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ქ. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, სემეკის წევრები და ქ. რუსთავის მერის მოადგილე. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების შესრულების ვადებსა და ხარისხს სემეკი დროის პირდაპირ რეჟიმში გაუწევს მონიტორინგს.

„ვაკონტროლებთ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ რამდენად სრულდება ტარიფში ასახული საინვესტიციო გეგმები. ამ ეტაპზე პროექტების განხორციელება მიმდინარეობს გეგმების შესაბამისად, მიზნობრივად და წესების დაცვით. სემეკის მიზანია, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვები და ქ. რუსთავის მოსახლეობამ მიიღოს უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი წყალმომარაგება“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

2024-2026 წლებში, ქ. რუსთავში სემეკთან შეთანხმებული საინვესტიციო პროექტების ფარგლებში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ 45,971,101 ლარის ინვესტიცია განახორციელდება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ აქტივების მართვის დირექტორის, გიგა ნადირაძის მიერ შეხვედრაზე წარმოდგენილი მონაცემების შესაბამისად, ქ. რუსთავში ქსელის რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების 75%-ს შეადგენს. მათ შორის, 2024 წლის განმავლობაში კომპანია წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციისათვის 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved