• რეკლამა
  • კონტაქტი
13:00, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკმა საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
15:16 02-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
212

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა.

სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტანდარტული ფორმებთან მიმართებით მოიცავს პროფილური და არაპროფილური მომხმარებლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ფორმებს, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების ფორმას, მიწოდების წერტილზე წყლით სარგებლობისა და მიწოდების განრიგზე წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ შეთანხმების ფორმასა და არაპროფილური მომხმარებლის საწარმოო დანიშნულებით წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით მომსახურების სტანდარტულ ხელშეკრულებას. ასევე, ცალკე გადაწყვეტილებით დამტკიცდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა.

სემეკმა ირიგაციის სექტორის რეგულირება 2023 წლიდან დაიწყო. კომისიამ დაამტკიცა „საირიგაციო წყლის მიწოდების წესები“, რომელიც სრულად ამოქმედდა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან. წესები არეგულირებს საირიგაციო წყლის პირველად წყალმოსარგებლესა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს, სხვადასხვა ტექნიკურ და სამართლებრივ საკითხს. წესების მიზანია საირიგაციო სისტემის განვითარება და წყალმომხმარებელთა ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფა.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე წესების გარდა სემეკი ამტკიცებს საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, ხოლო რაც შეეხება ქვითარს, ახალი რეგულაციიდან გამომდინარე მიმწოდებელმა საირიგაციო მომსახურების საფასურის გადახდა შეიძლება მოსთხოვოს მომხმარებელს, ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ვადის განსაზღვრის შემდეგ.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved