• რეკლამა
  • კონტაქტი
15:53, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა

ალია ავტორი - ალია
15:02 05-29-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
604

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში დეტალურადაა აღწერილი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მდგომარეობა და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, სემეკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები.

საჯარო სხდომაზე სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას, სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ენერგეტიკის სექტორისათვის 2022 წელი გამოწვევებით და შესაძლებლობებით იყო სავსე. რთული გეოპოლიტიკური ფაქტორების მიუხედავად, კომისიამ შეინარჩუნა ენერგიის ფასების სტაბილურობა.

„მიუხედავად არაერთი გამოწვევისა, შესაძლებელი გახდა ტარიფების შენარჩუნება არსებულ ნიშნულზე. კომისია დეტალურად იხილავს და აკონტროლებს თითოეულ თეთრს, რომელიც გათვალისწინებულია ტარიფში. 2014 წლიდან სემეკი ტარიფებს ადგენს გამჭვირვალე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ტარიფი წარმოადგენს რთულ სტრუქტურას, რომლის გაანგარიშებაც ხანგრძლივი პროცესია და მხოლოდ მარტივი დათვლებით, შეუძლებელია ტარიფის დადგენა. ტარიფის კალკულაციაზე მუშაობს მთელი გუნდი, კომისია გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სხდომაზე, ღია და გამჭვირვალე პრინციპით, სადაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სემეკის მიერ რეგულირებული სექტორების მდგრადი და ურყევი განვითარებისათვის, სამართლიან პრინციპებზე დადგენილი ტარიფი წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას. ლარის გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებაში წარმოადგენს ერთ-ერთ კომპონენტს, რომლის
ცვლილებებიდან გამოწვეულ გავლენებსაც პირველ რიგში, სემეკი აკონტროლებს და ასახავს ტარიფში.

სემეკის მთავარი პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ მომხმარებლების წვდომა მაღალხარისხიან მომსახურებაზე, აქედან გამომდინარე აქტიურად ვმუშაობთ რეგულირებად სექტორებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ჰქონდეთ წვდომა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მომსახურებებზე, რაც მათ ხელს შეუწყობს ენერგეტიკასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული საკითხების მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვარებაში. კომისია აქტიურად ნერგავს მომსახურებისა და მონაცემთა ანალიზის ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც აუმჯობესებს რეგულირების ხარისხს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა კომისიის საერთაშორისო ურთიერთობებზე და რეგულირების განვითარების მიზნით განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებზე. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილა სემეკთან არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დაარსებაზეც. სემეკის თავმჯდომარის თქმით, ცენტრი წარმოადგენს ღირებულ პლატფორმას ენერგეტიკის სპეციალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული განვითარებისთვის.

თეგები: როცა ბალანსი დაცულიასემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი – თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია

12:55 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved