• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, სამშაბათი, 29 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სემეკი განცხადებას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
12:43 01-07-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის დეკემბერის ინფლაციის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის ცალკეული ნაწილის, ზოგიერთ მედიასაშუალებაში განმარტების გარეშე გავრცელებამ, საზოგადოებაში ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩინა.

იქიდან გამომდინარე, რომ სამომხმარებლო ტარიფების დადგენის საკითხი ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზსა და წყალმომარაგებაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) კომპეტენციას განეკუთვნება, ვალდებულად მივიჩნიეთ, საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის ზრდა ბოლოს 2020 წლის დეკემბერში მოხდა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როდესაც ტარიფი გაიზარდა, რაც განპირობებული იყო ელექტროენერგიის საიმედოობისათვის აუცილებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით და პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგებით. ტარიფის დადგენისას სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის ძირითადი და კომპანიების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ხარჯები, რომელთა გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მომხმარებლებისათვის ხარისხიანი მომსახურების გაწევა. სემეკის მიერ გამჭვირვალე სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე დათვლილი ტარიფი ასახავდა მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რომლიც უზრუნველყოფდა მომხმარებლების ელექტროენერგიით უწყვეტ და საიმედო მომარაგებას.

რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. 2021 წელს, გაზის ტარიფი თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის, „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის დაახლოებით იგივე დონეზე (53.9 თეთრი / კუბ.მ.) დადგინდა, რაც დანარჩენ საქართველოში აქამდე მოქმედებდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფი საქართველოში სტაბილურია. ბუნებრივი გაზის ფასი საბაზროზე ნაკლებია, მის ფორმირებაში მონაწილეობს ე.წ. შაჰდენიზის იაფი გაზი, რომლის მოცულობაც დაახლოებით 1 მლრდ კუბურ მეტრამდეა, მაგრამ საქართველოში გაზის სოციალური მოხმარება, რომელიც მოიცავს როგორც მოსახლეობას, ასევე თბოელექტროსადგურებს, ამ მაჩვენებელზე მნიშვნელოვნად მეტია და მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია, რომ სოციალური გაზის ფასი საბაზროზე გაცილებით ნაკლებია. ამასთანავე, საპრივატიზაციო პოლიტიკის შედეგად, გაზის სამომხმარებლო ტარიფში არ აისახა ახალი გაზგანამაწილებელი ინფრასტრუქტურის ღირებულება.

2021 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარება 2,8 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზარდა, რაც დამატებითი გამოწვევაა ქვეყნისთვის იმის ფონზე, რომ ევროპაში გაზის ფასი დაახლოებით 800 – 1000 აშშ დოლარის ფარგლებშია 1000 კუბურ მეტრზე. მიუხედავად ამისა, საქართველოში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება.

რაც შეეხება წყალმომარაგების ტარიფებს, სემეკმა წყალმომარაგების სექტორში მოქმედი კომპანიებისათვის ტარიფები დაადგინა 2020 წლის დეკემბერში. ტარიფების მატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პანდემიის ფონზე არასაყოფაცხოვრებო სექტორში მოხმარების შემცირებამ, ასევე საინვესტიციო გეგმებმა. თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის 166 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება დაიგეგმა. აქაც, სემეკმა გაითვალისწინა მხოლოდ ის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სექტორის ფუნქციონირებისა და მოქალაქეების სასმელი წყლით მომარაგებისათვის. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში დღესაც ხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ტარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გრძელდება გამრიცხველიანების პროცესი.

ისეთი სენსიტიური საკითხებზე მსჯელობისას, როგორიც ტარიფებია, სემეკი ყოველთვის მაქსიმალურ დონეზე უზრუნველყოფს მათი განხილვების გამჭვირვალობას. ტარიფების გაანგარიშებისას ითვალისწინებს მხოლოდ აუცილებელ ხარჯებს მომხმარებლების უწყვეტი, საიმედო და ხარისხიანი მომარაგებისთვის. კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს როგორც მედიასაშუალებებთან, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებთან თუ პირებთან, რათა საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია როგორც ტარიფებზე, ასევე მათთვის სხვა საინტერესო საკითხებზე“, – წერია სემეკის განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები

16:51 07-28-2025
სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში
ახალი ამბები

სელფი  Airalo-ს ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში

16:44 07-28-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:  გაიცანით მარიამ სტურუა
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით მარიამ სტურუა

12:26 07-28-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა:  სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა: სავალუტო შემოდინებები გაიზარდა, კვლავ ევროკავშირის წამყვანი წილით

16:10 07-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved